ფიჭური კავშIრის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს, სამ ძირითად
კომპონენტად ჩამოყალიბდა: პირველი- საკუთრივ თქვენი მობილური ტელეფონი,
რომელიც, ფაქტობრივად, პორტატული რადიოგადამცემია; მეორე- საბაზო
სადგურების, ფიჭების სისტემა, რომელთა სიძლიერესა და განლაგებაზეა
დამოკიდებული თქვენი ტელეფონის გამართული მუშაობა და სანდროობა და მესამე-
კომუნიკაციური ცენტრი, რომელიც მთლიანად სისტემის მუშაობას მართავს.
ყველა მობილურს აქვს პერსონალური ელექტრონული სერიული ნომერი (MIN). იგი
მწარმოებლის მიერ კოდირებულია ტელეფონის მიკროჩიპში. მწარმოებელი ზოგჯერ
მიუთითებს ამ ნომერს თანდართულ ნსტრუქციაში, რათა შეძლოთ ტელეფონის
იდენტიფიცირება მოპარვის ან დაკარგვის შემთხვევაში. როგორც კი თქვენი
აპარატი ფიჭური კავშირის სისტემაში ჩაერთვება, მისი მიკროჩიპი მაშIნვე
აღნუსხავს თქვენს მობილურ ნომერსაც (ESN), რომელიც SIM ბარათშია
დაშიფრული. ამიტომ თუ თქვენ ცვლით, ვთქვათ, უსაფრთხოების მოსაზრებით,
თქვენს SIIM ბარათს, უმჯობესია, მასთან ერთად მობილური აპარატიც
გადააგდოთ: იგი გადასცემს თქვენს ახალ ბარათს იმ ნომერს, რომელიც მანამდე
მასში იყო ჩადებული. ზუსტად ასევე "წაიჯაშუშებს" თქვენი ვითომ საიდუმლო
ბარათი, რომელსაც სხვა აპარატში ჩადებთ..
ანუ შესაძლებელს გახდის იმის დადგენას, რომელ აპარატში იყო ადრე ჩადებული.
ამ ელექტრონული უსაფრთხოების ანაბანას ასწავლიან მომავალ სპეციალისტებს
მსოფლიოს ყველა სპეხსამსახურში სატელეფონო კავშირი ხორციელდება თქვენთან
უაპლოესი ფიჭის, ანუ რადიოგადაცემის სადგურის მეშვეობიტ. იგი
დაკავსირებულია სა
... მეტის წაკითხვა»
ყვავილების ჯადოსნური ძალა – მათი სილამაზეა, ხოლო სილამაზის ძალას
სასწაულების მოხდენა შეუძლია. საერთოდ კი, ყვავილებს, ბევრი რამის მოყოლა
შეუძლიათ ადამიანზე: შემთხვევითი არ არის ფაქტი, რომ ერთი ყვავილი
გიყვართ, ხოლო მეორეს ვერ იტანთ და საქმე სურნელში, ფერში და ფორმაში კი
არ არის, არამედ ნათესაურ სულშია და სწორედ ამიტომ, იმის მიხედვით, თუ
რომელ ყვავილს ანიჭებთ უპირატესობას, შეიძლება თქვენს ხასიათზე საუბარი.
მაშ ასე:
შროშანი შემთხვევით არ გამხდარა სამეფო ჰერალდიკის სიმბოლო. ადამიანთა
შორის ისიც დედოფლად გრძნობს თავს. ყოველ შემთხვევაში ეს ყვავილი უყვართ
ადამიანებს, რომელთაც საკუთარი ღირსების გრძნობა აშკარად გამოკვეთილი
აქვთ, დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში და საკუთარ ძალებში. ისინი
ენერგიულები არიან, ამაყები, ხანდახან ქედმაღალნი და შემაწუხებელნიც კი.
მათში არის რაღაც შეუმჩნეველი აღფრთოვანება, ნატურის დახვეწილობა.
შროშანის უარყოფით თვისებად შეიძლება ჩაითვალოს მათგან განსხვავებული
აზრის უგულებელყოფა – შროშანს არ ჰყოფნის თვითკრიტიკულობა, სამაგიეროდ
გადაჭარბებულად აქვთ თავდაჯერება. ასეთი ადამიანები უნდა იხრებოდნენ
მასკარადისაკენ, ტყუილისაკენ და ფლირტისაკენ.
ორქიდეას ჩვენს პირობებში ვხედავთ საკუთარი ბუნებრივი გარემოსაგან
მოწყვეტილს: იგი ხშირადაა მოშორებული ღეროსაც და შეფუთულია პლასტიკატის
კოლოფში. ეს ეგზოტიკა იზიდავს უპირობოდ რთულ და ორიგინალურ ნატურებს,
უცნაურობებით და კაპრიზებით. მათ არ ეხერხებათ სიამო
... მეტის წაკითხვა»
მეტყველება,როგორც აქტი,ორი პირის ურთიერთობას გულისხმობს. ბავშვი
მეტყველებას მაშინ იწყებს,როცა მას მოთხოვნილების დაკმაყოფილების
საჭიროება აიძულებს სხვას მიმართოს.ბავშვის ამეტყველება რთული პროცესია და
ის უეცრად არ დგება.მას წინ მოსამზადებელი პერიოდი უსწრებს.ამ პერიოდში
განვითარება 2 მიმართულებით მიმდინარეობს:
1.ბავშვის მიერ გამომხატველი მოძრაობების გაგება (განსაკუთრებით სხვების მეტყველების)
2.ბავშვის მიერ სიტყვების წარმოთქმა ე.ი. მისი ბგერითი აქტივობა.
გაგების უნარის განვითარების შემდგომ მოსამზადებელ საფეხურზე რაიმე
კონკრეტული სიტყვის გაგონებისას ბავშვი თავს იქითკენ აბრუნებს.მაგ:
“ტიკ-ტაკ”.ამის გაგონებაზე ბავშვი თავს საათისკენ მიაბრუნებს.
ბავშვისთვის სიტყვის გაგების უნარის ჩამოყალიბებისთვის დიდი
მნიშვნელობა აქვს ჟესტებს.სიტყვის გამოყენება და ჟესტით შესატყვის საგანზე
მითითება ხელს უწყობს მათ შორის კავშირის დამყარებას.
ბავშვის ბგერით აქტივობაში 2 ასპექტს არჩევენ:კივილი და ტიტინი.კივილი
ის პირველი საშუალებაა,რომლითაც ჩვილი ზემოქმედებას ახდენს სხვაზე.ის
ყველაფერს კივილით გვატყობინებს:შია,სწყურია თუ ჩაისველა.მშობლები საკმაოდ
თავშეკავებულები უნდა იყვნენ ბავშვის ტირილთან დაკავშირებული კაპრიზების
დაკმაყოფილებაში,რადგან ეს უკანასკნელი სწავლობს,რომ კივილით და ტირილით
ყველა სურვილს აისრულებს,მოგვიანებით ყველაფერზე ტირილს
დაიწყებს.სიცოცხლის პირველი წლი
... მეტის წაკითხვა»
შორსმხედველობა როგორც წესი, ცხოვრების მეორე ნახევარში ვლინდება, ხოლო
ახლომხედველობა ნებისმიერ ასაკში აღმოცენდება. წინათ ეს დაავადება კითხვის
მანიით შეპყრობილთათვის იყო დამახასიათებელი. ახლა
მისი „მსხვერპლნი¨ კომპიუტერთან მომუშავე ადამიანები არიან. საქმე ისაა,
რომ მონიტორის ეკრანზე მხედველობის ხანგრძლივი დიქსაციით ახლოსმხედველობა
ვითარდება. ამ პროცესს შეიძლება თან ახლდეს თვალების ტკივილი, გაწითლება,
მხედველობის დაქვეითება, თავის ტკივილი.
როგორ დავიცვათ თავი? ანტიკომპიუტერული სათვალეები შეიძინეთ, რომელიც
მონიტორიდან გამომავალ მავნე გამოსხივებისაგან დაგიცავთ, კომპიუტერთან
მუშაობა ნკალებ საშიში იქნება, თუ შემდეგ წესებს დაიცავთ:
თქვენსა და მონიტორს შორის მანძილი წინ გაწვდილი მკლავის სიგრძე უნდა იყოს.
შეეცადეთ თვალები ხშირად ახამხამოთ, ეს მათ ბუნებრივ დაცვას აუმჯობესებს.
თუ სათვალეს არ ატარებთ, კომპიუტერთან მუშაობისას გაიკეთეთ.
კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად, რეკომენდებულია მიირთვათ ბევრი წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი ფერის ხილი _ ბოსტნეული.
ეს პიკაპი, მოცურდა გზაზე მოძრაობის დროს, იმის მერე, რაც მძღოლმა ვერ
დაიმორჩილა საჭე. მოკლედ ბევრი, რომ არ გავაგრძელო, თქვენც ყველაფერს
კარგად ხედავთ სურათზე… ასეთი რამ ცხოვრებაში არ მაქვს ნანახი… ეს არის 1
მთლიანი მანქანა (პიკაპის ტიპის) რომელიც ავარიის მერე გადატყდა შუაზე და
წინა ნაწილი ხიდზე კიდია პატარა რკინის ნაგლეჯით. ამის მძღოლმა უნდა თქვას
ბედი მქონიაო…