შორსმხედველობა როგორც წესი, ცხოვრების მეორე ნახევარში ვლინდება, ხოლო
ახლომხედველობა ნებისმიერ ასაკში აღმოცენდება. წინათ ეს დაავადება კითხვის
მანიით შეპყრობილთათვის იყო დამახასიათებელი. ახლა
მისი „მსხვერპლნი¨ კომპიუტერთან მომუშავე ადამიანები არიან. საქმე ისაა,
რომ მონიტორის ეკრანზე მხედველობის ხანგრძლივი დიქსაციით ახლოსმხედველობა
ვითარდება. ამ პროცესს შეიძლება თან ახლდეს თვალების ტკივილი, გაწითლება,
მხედველობის დაქვეითება, თავის ტკივილი.
როგორ დავიცვათ თავი? ანტიკომპიუტერული სათვალეები შეიძინეთ, რომელიც
მონიტორიდან გამომავალ მავნე გამოსხივებისაგან დაგიცავთ, კომპიუტერთან
მუშაობა ნკალებ საშიში იქნება, თუ შემდეგ წესებს დაიცავთ:
თქვენსა და მონიტორს შორის მანძილი წინ გაწვდილი მკლავის სიგრძე უნდა იყოს.
შეეცადეთ თვალები ხშირად ახამხამოთ, ეს მათ ბუნებრივ დაცვას აუმჯობესებს.
თუ სათვალეს არ ატარებთ, კომპიუტერთან მუშაობისას გაიკეთეთ.
კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად, რეკომენდებულია მიირთვათ ბევრი წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი ფერის ხილი _ ბოსტნეული.
|