ყვავილების ჯადოსნური ძალა – მათი სილამაზეა, ხოლო სილამაზის ძალას
სასწაულების მოხდენა შეუძლია. საერთოდ კი, ყვავილებს, ბევრი რამის მოყოლა
შეუძლიათ ადამიანზე: შემთხვევითი არ არის ფაქტი, რომ ერთი ყვავილი
გიყვართ, ხოლო მეორეს ვერ იტანთ და საქმე სურნელში, ფერში და ფორმაში კი
არ არის, არამედ ნათესაურ სულშია და სწორედ ამიტომ, იმის მიხედვით, თუ
რომელ ყვავილს ანიჭებთ უპირატესობას, შეიძლება თქვენს ხასიათზე საუბარი.
მაშ ასე:
შროშანი შემთხვევით არ გამხდარა სამეფო ჰერალდიკის სიმბოლო. ადამიანთა
შორის ისიც დედოფლად გრძნობს თავს. ყოველ შემთხვევაში ეს ყვავილი უყვართ
ადამიანებს, რომელთაც საკუთარი ღირსების გრძნობა აშკარად გამოკვეთილი
აქვთ, დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში და საკუთარ ძალებში. ისინი
ენერგიულები არიან, ამაყები, ხანდახან ქედმაღალნი და შემაწუხებელნიც კი.
მათში არის რაღაც შეუმჩნეველი აღფრთოვანება, ნატურის დახვეწილობა.
შროშანის უარყოფით თვისებად შეიძლება ჩაითვალოს მათგან განსხვავებული
აზრის უგულებელყოფა – შროშანს არ ჰყოფნის თვითკრიტიკულობა, სამაგიეროდ
გადაჭარბებულად აქვთ თავდაჯერება. ასეთი ადამიანები უნდა იხრებოდნენ
მასკარადისაკენ, ტყუილისაკენ და ფლირტისაკენ.
ორქიდეას ჩვენს პირობებში ვხედავთ საკუთარი ბუნებრივი გარემოსაგან
მოწყვეტილს: იგი ხშირადაა მოშორებული ღეროსაც და შეფუთულია პლასტიკატის
კოლოფში. ეს ეგზოტიკა იზიდავს უპირობოდ რთულ და ორიგინალურ ნატურებს,
უცნაურობებით და კაპრიზებით. მათ არ ეხერხებათ სიამოვნების მიღება უბრალო,
ხელმისაწვდომი საშუალებებით და ყველაფერში დახვეწილობას ეძებენ. შესაძლოა,
ეს ცხოვრებისაგან ღრმა დაუკმაყოფილებლობის გრძნობის შედეგი იყოს.
იასამანს და მინდვრის ყვავილებს უპირატესობას ანიჭებენ თავშეკავებული
ადამიანები, რომელთათვისაც უცხოა ყველაფერი ხელოვნურად გართულებული და
ეგზალტირებული. თუმცა, ეს გარეგნული სიმკაცრე შესაძლოა ავადმყოფური
თავმოყვარეობის მეორე მხარე იყოს. უსიამოვნო სიტუაციებში ისინი შეიძლება
საკუთარ თავში ჩაიკეტონ და გაექცნენ ცხოვრებას, ხშრად არიან
იმედგაცრუებულნი და სრულყოფილებას ველურ ბუნებაში ეძებენ. რაღაცაში
იასამნის მოყვარულები იის მოყვარულებს გვანან: ესენი არიან დახვეწილი
ნატურები, მდიდარი შინაგანი სამყაროთი და სიღრმისეული შფოთვით, რომელსაც
შესაძლოა ვერც კი აცნობიერებდნენ. მათ ხშირად არ ყოფნით ენერგია მიზნების
მისაღწევად. სიამოვნებით ეხმარება სხვებს.
ქრიზანთემა მეტისმეტად იზღუდავს თავს ცხოვრებისაგან, თავის თავში იკეტება,
ამიტომ მისი გაგება და შეყვარება საკმაოდ ძნელია, რაც ხშირად ემართებათ
ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი თავის სიყვარული არ შეუძლიათ.
ზამბახი და გლადიოლუსი – ეს არის ენერგია, ძალა და სიმარტოვე. ზამბახის
მოყვარულები მთელი ძალით მიისწრაფვიან მიზნისაკენ ან თავის ცხოვრებას
კონკრეტულ სურვილებს უქვემდებარებენ. მაგრამ მათ ხშირად აქვთ დარღვეული
კონტაქტი გარესამყაროსთან, ხოლო სურვილები კონფლიქტში არიან რეალობასთან.
ამიტომ ახლობლებს არ ესმით მათი, რაც მათ ტკივილს აყენებთ. ისინი ამაყები
არიან და არ ყოფნით მოქნილობა, მაგრამ არაფერს ურიგდებიან და აგრძელებენ
მარტოსულ ცხოვრებას. შრომისმოყვარენი და კარგი შემსრულებლები არიან.
ამასთან, შეუძლიათ ადვილად მიაღწიონ სასურველ რეზულტატს და უხელმძღვანელონ
მსხვილ ფირმებსა და კომპანიებს.
იორდასალამი(პიონი) ანტაგონისტია. ერთის მხრივ ეს არის პატივმოყვარეობის
სიმბოლო, მეორეს მხრივ – მორცხვობისა და მორიდებულობის. დაუკმაყოფილებელი
ვნება ან ჩახშული სექსუალობა – მრავალი პიონის ხვედრია. სხვებს, პირიქით,
ერთობ დიდი და ბევრი სიყვარული შეუძლიათ. უკანასკნელთ ახასიათებთ
გაუმაძღრობა ყველაფერში – სიმდიდრისა და დიდებისაგან დაწყებული, საერთოდ
ცხოვრებაში სიძუნწით დამთავრებული. ისწრაფვის სრულყოფილებისაკენ, რაც
ანათესავებს ჰერბერთან. მაგრამ მას ახასიათებს სერიოზულობა, ცივი
განყენებულობა, საკუთარ თავში ქექვა.
ვარდი – ახლოსაა აქტიური, თავდაჯერებული და თვითმყოფადი ადამიანების
გულებთან. მათ შეუძლიათ როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების სიყვარული,
რადგან ეს ყვავილი წარმოადგენს ყველაზე ცნობილ სიყვარულისა და სილამაზის
სიმბოლოს. მთელი თავისი სახიერებით ვარდი გამოსახავს ჰარმონიას და
სიმშვიდეს. ასეთები არიან ვარდის მოყვარულებიც მდგრადი ფსიქიკითა და
საერთო სტაბილური ცხოვრებით. ისინი მყარად დგანან ფეხზე, არ დასდევენ
მიუწვდომელს და არსებობენ რეალურ სამყაროში, სადაც აფასებენ კომფორტს და
დადგენილ წესებს.ამ ადამიანებს შორის ბევრია ამბიციური და რამდენადმე
აგრესიული. ყოველ შემთხვევაში თავს არავის დააჩაგვრინებენ და თავისას არ
დათმობენ. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არიან ადამიანები თვალის მომჭრელი
გამოვლინებებით, არაორდინალურები, განსხვავებულები, ნებისყოფიანები და
ვნებიანები. ვარდი გასაგებ შურის გრძნობას იწვევს დანარჩენებში. მის
წინააღმდეგ იხლართება ინტრიგები, უნდათ მისი გაძევება მისივე კანონიერი
ადგილიდან. ვარდი მიუწვდომელია.
ტიტა. ეს მოხდენილი ბოკალი წვრილ ფეხზე – საოცრად მოქნილი და პლასტიური
ადამიანების ყვავილია. ისინი წელში არ იხრებიან ცხოვრებისეული სიძნელეების
ზეწოლისაგან, მათ აქვთ ძლიერი ენერგეტიკული პოტენციალი. ტიტა მსუბუქია
ურთიერთობებში, მაგრამ არავინ იცის მისი ჭეშმარიტი გეგმებისა და
ჩანაფიქრის შესახებ – მთელი თავისი მოჩვენებითი სისადავით იგი
ადამიანი–გამოცანაა. ერთი რამ აშკარაა – ყოველი ტიტა სულის სიღრმეში
ცხოვრობს უკეთესი მომავლის იმედით და ეს ჩაუქრობელი იმედი აძლევს მათ იმის
ძალას, რომ განსაზღვრულ ვადამდე მცირედით იყვნენ კმაყოფილები. ამ ყვავილის
მოყვარული ქალი ენერგიულია, დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. ბევრი
ძალისხმევაა საჭირო, რომ მისგან აღიარება მოიპოვოთ. ასეთ ქალებს, როგორც
წესი, უბედური ქმრები ჰყავთ.
ია. რომენტიული სევდის სიმბოლოა. იების მოყვარული საკუთარ თავში ჩაკეტილი
ადამიანია და რთულად შედის სხვა ადამიანებთან კონტაქტში. იგი შეიძლება
გარეგნულად არ გამოიყურებოდეს მელანქოლიურად ან პესიმისტად, მაგრამ
აუცილებლად ჩაკეტეილია და სულის სიღრმეში ანგარიშმიუცემელ შფოთვას
განიცდის. იგი როგორც წესი, ჩრდილში იმალება, მაგრამ ყოველთვის მზადაა
გამოვიდეს სამზეოზე და აიღოს ის, რაც მას ეკუთვნის. მათი არჩევანი
შეიძლება ნაკარნახევი იყოს ნოსტალგიური განწყობით, სევდით დაკარგულის
მიმართ ან იდეალის მიუწვდომლობით. ნებისმიერ შემთხვევაში იებს
უპირატესობას ანიჭებენ დახვეწილი, ამაღლებული ნატურები, ხშირად
სენტიმენტალურები, მეოცნებენი არიან და ახასიათებთ წარსულის გაიდეალება.
მიხაკი – ერთობ არაერთმნივნელოვანია. ერთის მხრიდან იგი ‘’პროტოკოლური’’
და ოფიციოზურია. მას ხშირად ანიჭებენ უპირატესობას დიპლომატიისა და
ფორმალური ურთიერთობების ოსტატები, რომლებიც საგულდაგულოდ მალავენ საკუთარ
არსს. მეორეს მხრივ – არის მასში რაღაც მაცდუნებელი. ასე რომ, ამ ყვავილის
მოყვარულებს შორის ხშირად შეხვდებით მოხერხებულ მანიპულატორებს, რომელთაც
ურთიერთობისაგან მაქსიმალური სარგებლის მიღება შეუძლიათ. მიხაკი ასევე
უყვართ ‘’მიწიერ’’ ადამინებს, რომლებიც თავს არ იტვირთავენ აბსტრაქტული
განსჯითა და აზროვნებით.
გერბერები უყვართ კეთილ, უბრალო გულღია ადამიანებს. მისი მეორე მხარეა –
დაუცველობა. ამავე დროს გერბერები სრულყოფილებისაკენ ისწრაფვიან
ყველაფერში, თუმცა ეშინიათ ცხოვრებისა და გამუდმებით ეძებენ მყარ საყრდენს.
|