ყვავილების ჯადოსნური ძალა – მათი სილამაზეა, ხოლო სილამაზის ძალას
სასწაულების მოხდენა შეუძლია. საერთოდ კი, ყვავილებს, ბევრი რამის მოყოლა
შეუძლიათ ადამიანზე: შემთხვევითი არ არის ფაქტი, რომ ერთი ყვავილი
გიყვართ, ხოლო მეორეს ვერ იტანთ და საქმე სურნელში, ფერში და ფორმაში კი
არ არის, არამედ ნათესაურ სულშია და სწორედ ამიტომ, იმის მიხედვით, თუ
რომელ ყვავილს ანიჭებთ უპირატესობას, შეიძლება თქვენს ხასიათზე საუბარი.
მაშ ასე:
შროშანი შემთხვევით არ გამხდარა სამეფო ჰერალდიკის სიმბოლო. ადამიანთა
შორის ისიც დედოფლად გრძნობს თავს. ყოველ შემთხვევაში ეს ყვავილი უყვართ
ადამიანებს, რომელთაც საკუთარი ღირსების გრძნობა აშკარად გამოკვეთილი
აქვთ, დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში და საკუთარ ძალებში. ისინი
ენერგიულები არიან, ამაყები, ხანდახან ქედმაღალნი და შემაწუხებელნიც კი.
მათში არის რაღაც შეუმჩნეველი აღფრთოვანება, ნატურის დახვეწილობა.
შროშანის უარყოფით თვისებად შეიძლება ჩაითვალოს მათგან განსხვავებული
აზრის უგულებელყოფა – შროშანს არ ჰყოფნის თვითკრიტიკულობა, სამაგიეროდ
გადაჭარბებულად აქვთ თავდაჯერება. ასეთი ადამიანები უნდა იხრებოდნენ
მასკარადისაკენ, ტყუილისაკენ და ფლირტისაკენ.
ორქიდეას ჩვენს პირობებში ვხედავთ საკუთარი ბუნებრივი გარემოსაგან
მოწყვეტილს: იგი ხშირადაა მოშორებული ღეროსაც და შეფუთულია პლასტიკატის
კოლოფში. ეს ეგზოტიკა იზიდავს უპირობოდ რთულ და ორიგინალურ ნატურებს,
უცნაურობებით და კაპრიზებით. მათ არ ეხერხებათ სიამო
... მეტის წაკითხვა»
მეტყველება,როგორც აქტი,ორი პირის ურთიერთობას გულისხმობს. ბავშვი
მეტყველებას მაშინ იწყებს,როცა მას მოთხოვნილების დაკმაყოფილების
საჭიროება აიძულებს სხვას მიმართოს.ბავშვის ამეტყველება რთული პროცესია და
ის უეცრად არ დგება.მას წინ მოსამზადებელი პერიოდი უსწრებს.ამ პერიოდში
განვითარება 2 მიმართულებით მიმდინარეობს:
1.ბავშვის მიერ გამომხატველი მოძრაობების გაგება (განსაკუთრებით სხვების მეტყველების)
2.ბავშვის მიერ სიტყვების წარმოთქმა ე.ი. მისი ბგერითი აქტივობა.
გაგების უნარის განვითარების შემდგომ მოსამზადებელ საფეხურზე რაიმე
კონკრეტული სიტყვის გაგონებისას ბავშვი თავს იქითკენ აბრუნებს.მაგ:
“ტიკ-ტაკ”.ამის გაგონებაზე ბავშვი თავს საათისკენ მიაბრუნებს.
ბავშვისთვის სიტყვის გაგების უნარის ჩამოყალიბებისთვის დიდი
მნიშვნელობა აქვს ჟესტებს.სიტყვის გამოყენება და ჟესტით შესატყვის საგანზე
მითითება ხელს უწყობს მათ შორის კავშირის დამყარებას.
ბავშვის ბგერით აქტივობაში 2 ასპექტს არჩევენ:კივილი და ტიტინი.კივილი
ის პირველი საშუალებაა,რომლითაც ჩვილი ზემოქმედებას ახდენს სხვაზე.ის
ყველაფერს კივილით გვატყობინებს:შია,სწყურია თუ ჩაისველა.მშობლები საკმაოდ
თავშეკავებულები უნდა იყვნენ ბავშვის ტირილთან დაკავშირებული კაპრიზების
დაკმაყოფილებაში,რადგან ეს უკანასკნელი სწავლობს,რომ კივილით და ტირილით
ყველა სურვილს აისრულებს,მოგვიანებით ყველაფერზე ტირილს
დაიწყებს.სიცოცხლის პირველი წლი
... მეტის წაკითხვა»