თუ SIM ბარათს ცვლით, გადააგდეთ ტელეფონი!
ფიჭური კავშIრის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს, სამ ძირითად
კომპონენტად ჩამოყალიბდა: პირველი- საკუთრივ თქვენი მობილური ტელეფონი,
რომელიც, ფაქტობრივად, პორტატული რადიოგადამცემია; მეორე- საბაზო
სადგურების, ფიჭების სისტემა, რომელთა სიძლიერესა და განლაგებაზეა
დამოკიდებული თქვენი ტელეფონის გამართული მუშაობა და სანდროობა და მესამე-
კომუნიკაციური ცენტრი, რომელიც მთლიანად სისტემის მუშაობას მართავს.
ყველა მობილურს აქვს პერსონალური ელექტრონული სერიული ნომერი (MIN). იგი
მწარმოებლის მიერ კოდირებულია ტელეფონის მიკროჩიპში. მწარმოებელი ზოგჯერ
მიუთითებს ამ ნომერს თანდართულ ნსტრუქციაში, რათა შეძლოთ ტელეფონის
იდენტიფიცირება მოპარვის ან დაკარგვის შემთხვევაში. როგორც კი თქვენი
აპარატი ფიჭური კავშირის სისტემაში ჩაერთვება, მისი მიკროჩიპი მაშIნვე
აღნუსხავს თქვენს მობილურ ნომერსაც (ESN), რომელიც SIM ბარათშია
დაშიფრული. ამიტომ თუ თქვენ ცვლით, ვთქვათ, უსაფრთხოების მოსაზრებით,
თქვენს SIIM ბარათს, უმჯობესია, მასთან ერთად მობილური აპარატიც
გადააგდოთ: იგი გადასცემს თქვენს ახალ ბარათს იმ ნომერს, რომელიც მანამდე
მასში იყო ჩადებული. ზუსტად ასევე "წაიჯაშუშებს" თქვენი ვითომ საიდუმლო
ბარათი, რომელსაც სხვა აპარატში ჩადებთ..
ანუ შესაძლებელს გახდის იმის დადგენას, რომელ აპარატში იყო ადრე ჩადებული.
ამ ელექტრონული უსაფრთხოების ანაბანას ასწავლიან მომავალ სპეციალისტებს
მსოფლიოს ყველა სპეხსამსახურში სატელეფონო კავშირი ხორციელდება თქვენთან
უაპლოესი ფიჭის, ანუ რადიოგადაცემის სადგურის მეშვეობიტ. იგი
დაკავსირებულია საბაზო სადგურთან, რომელსაც შეუძლია, მიიღოს და გადასცეს
რადიოსიხშირეების დიდი რაოდენობა. ეს სადგური ჩართულია ჩვეულებრიმავთულია
სატელეფონო ქსელშიც. ასე რომ არ იყოს, მობილური ქსელიდან ქალაქის
ტელეფონზე ვერ დარეკავდით საბაზო სადგური აღჭურვილია აპარატურით რომელიც
ფიჭური ტლფონის მაღალსიხშირიან სიგნალს გარდაქმნის ჩვეულებრივი ტელეფონის
დაბალსიხშირიან სიგნალად და - პირიქით. საბაზო სადგური პერიოდულად
გამოასხივებს სასამსახურო სიგნალს. ხომ გახსოვთ, რომ მობილურების პირველი
მოდელები მწვანე სინათლის თვალს გიპაჭუნებდნენ- აქა ვართო. როცა ეს
სინათლე გაწითლდებოდა, სადგური ან სიგნალი სადღაც იკარგებოდა. ამ სიგნალის
მიღებისთანავე თქვენი მობილური მასში თავის მონაცემებს ჩატვირთავს -
აპარატის ელექტრონულ ნომერსა და მობილურის ნომერს გზავნის უკან, რათა
საბაზო სადგურმა შეძლოს ტელეფონის იდენტიფიცირება და მფლობელის ანგარიშის
მდგომარეობის შემოწმება. ამის შემდეგ საბაზო სადგური "მიაბამს" თქვენს
მობილურს გარკვეულ ზონას, რომელშიც მოცემულ მომენტში იმყოფებით. ეს
საჭიროა იმისთვის, რომ შემავალი ან გამავალი ძარისთვის დაუყონებლივ
გამოგიყოთ ამ ზონის თავისუფალე სიხშირე. ამასთან საკომუნიკაციო ცენტრის
მონაცემთა ბაზაში ლაგდება ინფორმაცია, როგორც ყველა კლიენტის
ადგილმდებარეობის შესახებ, ასევე მათი კავშირების თაობაზე სხვა, ასეთივე
ქსელებთან. იდენტიფიკაციისა და ქსელში მათი შეშვების უფლების
შესამოწმებლად.
თქვენი ტელეფონის ნომერი შეიძლება მოგპარონ საგზაო საცობში
ამ ურთულესი სქემებისა და ტექნოლოგიების გაშიფვრა, როგორც ამბობენ, ლობიოს
ჭამასავით ადვილია, ოღონდ უნდა იცოდე მათი მოქმედების პრინციპწბი. ასეთი
მცოდნე "ხელმარჯვე ოსტატები" კი არც ისე მცირე რაოდენობით არიან, რომ
სატელეფონო კომპანიებმა ყურიადღება არ მიაქციონ. ტელეფონის მიკროსქემის
გადაპროგრამირება საშუალებას აძლევს ასეთ ოსტატებს, შეაღწიონ სატელეფონო
კომპანიების საკომუტაციო მოწყობილობაში. და მაშIნ შეუძლებელი ხდება
ლაპარაკის ღირებულების ანგარიშების ვინმესთვის წარდგენა.
ბოლო დროს გავრცელებული საიდენტიფიკაციო ნომრების კლონირებაც არ არის
რთული. ამისათვის მხოლოდ ე.წ.ფიჭურიკეშ-ბოქსია საჭირო, რომელიც სკანერის,
კომპიუტერისა და ფჭიური ტელეფონის კომბინაციაა. იგი გამოავლენს MIN და ESN
ნომრებს და მათ თავის თავზე გადააპროგრამებს. თანაც, ამ შეთავსების
ერთჯერადი გამოყენების შემდეგ მეხსიერებიდან შლის ნომრებს და სხვა წყვილს
ამოარჩევს. რაც, ბუნებრივია, შეუძლებელს ხდის თაღლითობის გამოვლენას.
ამგვარ აპარატურას ხალხმრავალ ადგილებში განათავსებენ. პოპულარულია
პერმანენტული საგზაო საცობების წერტილებიც. მობილური ტელეფონი რომ არ
ჰქონდეს, დღეს ისეთ ავტომობილისტს ვერ იპოვით. სწორედ აქ შესაბამისი
აპარატურის მეშვეობით, მოკლე დროში შეიძლება შემდგომ გამოსაყენებლად
საკმაო რაოდენობით ტელეფონის ნომრების "აკრეფა".
მობილურ ტელეფონებზე საუბრების მოსმენის მოწყობილობა რამდენიმე ათასი
დოლარი ღირს. ინტერნეტშI განთავსებულ მის სარეკლამო აღერილობაში
მინიშნებული იყო, რომ მისი დახმარებით შეიძლება სალაპარაკოპუნქტის
მოწყობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა მსურველისათვის მობილურების
მოპარული მონაცემების მიყიდვა. საოცარია, რომ სპეცსამსახურები ამ რეკლამით
არ ინტერესდებიან.
მიყურადებისგან სმარტფონიც ვერ დაგიცავს!
მობილური კავშირის ფარული მოსმენა არც ისე ძვირი სიამოვნებაა. ასე
მაგალითად, 10 მობილურზე მიყურადება შეიძLება განხორციელდეს ერთი
მოწყობილობით, რომელიც დაახლოებით 50 000 დოლარი ღირს. ასეთია ექსპერტთა
მონაცემები. ისინი ამტკიცებენ, რომ ასეთი მეგაპოლისის, როგორიც, ვთქვათ,
მოსკოვია, მიყურადება (მოწყობილობა, მიღებულ მონაცემთა დამუშავება,
ჩანაწერების შენახვა, ძებნის ალოგრითმის შექმნა და მონაცემთა ბაზის
ფორრმირება, პლუს იმათი ხელფასები, ვინც ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს),
წელიწადში 500 000 დოლარზე მეტი არ დაჯდება და თბილისში გაცილებით იაფი.
და ნუ გგონიათ, რომ მიყურადებისაგან დაგიცავთ ბაზარზე ახლახან გამოჩენილი
სმარტფონი, რომელშიც გამოყენებულია საუბრების დაშიფვრის უფრო რთული ტიპი,
ვიდრე ის, რასაც ფიჭური კავშირის ოპერატორები გთავაზობენ.
ამ მიმართულებით მუშაობდნენ ისრაელისა და აშშ_ის კრიპტოგრაფები. პრობლემის
გადაწყვეტაში ჩაერთნენ მთელ მსოფლიოში გაფანტული უმსხვილესი საბჭოთა
თავდაცვითი საწარმოების ყოფილი მუშაკები, აგრეთვე მენეჯერები სამხ.
აფრიკის რესპუბლიკიდან და სამხ.-აღმ. აზიელი მწარმოებლები, რომლებიც
თავიანთ მიკროსქემებზე სასწაულებს ახდენენ. შედეგად შეიქმნა პორტატული, 12
კგ._იანი წონის ხელსაწყო, რომელიც ერთდროულად 10 000 მობილური ხაზის
მოსმენის საშუალებას იძლევა. ეს ხელსაწყო სულ რაღაც 50 000 დოლარი ღირს.
ამ მოწყობილობას შეუძლია როგორც მარტივი, ასევე რთული დაშიფვრაც და ფიჭური
კავშირის მოდემების დაცვაც.
ბიზნესმენები, რომლებიც ინკოგნიტო აბონენტებზე გაფორებული SIM ბარათების
ხშირი ხვლით ცდილობენ თავიანთი ბიზნესის დაცვას, ფულს ქარს ატანენ. საქმე
ის არის, რომ ,იყურადების ტენოლოგიის სრულყოფა საჭირო აბონენტის პოვნის
პრობლემას ხსნის. საკმარისია, გქონდეთ საჭირო ხმის აუდიოჩანაწერი, რომ
ჰაკერების გარეშეც იოლად გახვალთ ფონს. ახალი ტექნოლოგია საშუალებას
გვაძლევს, მოვნახოთ აბონენტის ხმა ქსელში მისი გასვლიდან ერთ წუთზე ნაკლებ
დროში.
მიყურადება მით უფრო არ არის პრობლემა მაშIნ, როცა სახელმწიფო ორგანოები
გასცემენ საამისო სანქციას. მობილური კავშირის ყველა ოპერატორს აქვს
GSM_ით გადაცემული ინფორმაციის დაჭრის სპეციალიზებული ცენტრები. თქვენ
საუბრობთ GSM_ის ხმოვანი არხით და თქვენი ყველა საუბარი რეგისტრირდება
(მიუხედავად იმისა, რომელ SIM ბარათ ხმარობთ) და ინახება მონაცემთა ერთიან
ბაზაში. ევროპაში მიღებულია, რომ ასეთი ინფორმაცია რამდენიმე წლის
განმავლობაში იქნეს დაცული.
მიყურადებაზე სანქციის მიღებისას დგინდება ადამიანის ხმის ფენომენები,
რომლებიც ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც თითების ანაბეჭდები. ისინი
შეაქვთ ციფრული სახით ძებნის სისტემაშI. როცა ადამიანი იწყებს საუბარს
თავისი ტელეფონით, რომელიც GSM_ის ფორმატში მუშაობს, ავტომატურად მოქმედი
ძებნის სისტემა მომენტალურად გამოავლენს მის ხმას. მნიშვნელობა არა აქვს,
რომელი SIM ბარათიდან საუბრობს ის პიროვნება, ვისითაც დაინტერესდა
სპეცსამსახური. ტელეფონი მიყურადებისთვის ჩართულია!!!
მობილურის საშუალებით თქვენი ბინის მოსმენაც შეიძლება
მობილური ტელეფონის საშუალებით ადვილად შეიძLება იმ საუბრების მოსმენაც,
რომლებიც მის სიახლოვეს მიმდინარეობს. ამისათვის საკმარისია, რომ ტელეფონი
ქსელში იყოს დარეგისტრირებული და მისი მკვებავი ბატარეები ძალიან
განმუხტული არ იყოს.
ზოგიერთი საინფორმაციო წყაროს ცნობით, აშშ_ის სპეცსამსახურებმა მიაგნეს
ხერხს, თუ როგორ უნდა ჩაირთოს მობილური ტელეფონი ისე, რომ პატრონმა
ვერაფერი გაიგოს. ეს ტექნოლოგია რუსეთის სპეცსამსახურებსაც ათვიებული აქვთ.
ყალთაბანდებისგან თავის დასაცავად სპეციალისტები გვირჩევენ:
1. თქვენი ტელეფონის ESN ნომრიანი დოკუმენტები შეინახე საიმედო ადგილზე
2. ყოვეთვიურად გულმოდგინედ შეამოწმეთ ფიჭური კავშირით სარგებლობისანგარიშები
3. თუ დაგეკარგებათ ან მოგპარავენ ტელეფონს, დაუყონებლივ გააფრთხილეთ ფირმა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს ფიჭურ კავშირს
4. ტელეფონი გათიშUლი გქონდეთ მანამ, სანამ არ გადაწყვეტთ ისარგებლოთ
მისით. ეს ხერხიი ყველაზე იოლი და იაფია. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ
კავშირზე ერთი გასვლაც კი საკმარისია აპარატის MIN/ESN_ის ნომრების
დასადგენად
5. რეგულარულად შეცვალეთ თქვენი აპარატის MIN ნომერი
6. დააყენოთ ოთხნიშნა დამატებითი PIN კოდი, რომელსაც საუბრის წინ აკრეფთ.
ეს კოდი საქმეს ურთულებს ყალტაბანდებს, რომლებიც ჩვეულებრივ იტაცებენ MIN
და ESN ნომრებს
7. მნიშვნელოვანი მოლაპარაკების დროს, როცა თქვენ კონფიდენციალურ
ინფორმაციას განიხილავთ, გამორთეთ ტელეფონი, ამოიღეთ ბატარეები და რაც
შეიძLება შორს დადეთ!
|