ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტარიუმი წარმოდგენილია სიმებიან,
ჩასაბერ, კლავიშებიან და დასარტყამი ინსტრუმენტების ჯგუფებად. სიმებიანი
საკრავები იყოფა:
ჩამოსაკრავ
და ხემიან საკრავთა ქვეჯგუფებად. ჩამოსაკრავს განეკუთვნება ფანდური,
ჩონგური და ჩანგი; ხემიანს კი ჭუნირი ანუ ჭიანური. ჩასაბერი ჯგუფი
წარმოდგენილია შემდეგი საკრავებით: მრავალღერიანი სალამური
(ლარჭემ-სოინარი), უენო და ენიანი სალამურები, დუდუკი, ზურნა, გუდასტვირი
და ჭიბონი, პილილი. კლავიშებიანს განეკუთვნება: ბუზიკა, წიკო-წიკო და
გარმონი. დასარტყამ საკრავებს განეკუთვნებიან დოლი, დაირა, დიპლიპიტო,
დაფდაფი, წინწილა. ამგვარად, ქართული ხალხური საკრავები შემდეგნაირად
დაჯგუფდება.