ქულა ღრუბლები კარგ ამინდს მოასწავებს, თუ ის თეთრი და ფუმფულაა. თუ ფენა ღრუბელი მონაცრისფრო, თხელი ფენებისაგან შედგება, Aამ დროს ნალექი წვიმის წვრილ წვეთებად მოდის, ცრის.
Mმოქუფრული, საწვიმარი ღრუბელი ნაცრისფერია, ზოგიერთს ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავსი თეთრი თავი აქვს.
Fფრთა ღრუბლები თხელი და გაწელილია. Aამ ღრუბლის გამოჩენა ქარიანი ამინდის მაუწყებელია. ისინი ყინულის კრისტალებისაგან შედგებიან და ცაში ძალიან მაღლა ცურავენ.
ხშირად ცა ღრუბლიანია, მაგრამ ნალექი ყოველთვის არ მოდის. როდესაც დედამიწის ზედაპირიდან ორთქლი დიდი რაოდენობით ადის, წვეთები დიდდება, ერთმანეთს უერთდება, მძიმდება და ნალექის სახით დედამიწაზე ბრუნდება.
|