მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რაციონში უნდა შევიტანოთ რეგულარულად
ბოსტნეული და თევზი იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მხედველობა და სიბერის
პრობლემები მოვაგვაროთ. ამგვარად,
ყოველდღიურად ისპანახის, კომბოსტოსა და სხვა ბოსტნეულის ჭამა თვალების
დაავადების რისკს 30%-ით ამცირებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა
აზრით, ორივე პროდუქტი მინიმუმ კვირაში ხუთჯერ უნდა მივირთვათ. მეცნიერები
მხედველობის სასარგებლოდ მიიჩნევენ კომბოსტოს. თუმცა პირველ ადგილზე მაინც
თევზს აყენებენ. ის კვირაში ორჯერ უნდა მივიღოთ.
|