იბიცა
- კუნძული რომელიც ესპანეთს ეკუთვნის და ხმელთაშუა ზღვის ტალღები ერტყმის
გარს. შეუდარებელი სილამაზის სანაპიროები, ულამაზესი თეთრი სილით დაფარული
პლაჟები, ამწვანებული გორაკები, ადგილობრივების უცნაური არქიტექტურით
აგებული თეთრი სახლები და ულამაზესი, წარმოუდგენლად ცისფერი ზღვის წყალი
და უმაგრესი მზე :), რომელსაც თითქმის არასდროს ფარავს ღრუბლები - აი ეს
არის მოგზაურის სამოთხე დედამიწაზე. თანაც, იბიცა აღიარებულია მთელ
მსოფლიოში, როგორც საუკეთესო ახალგაზრდული კურორტი: ზუსტად აქ ფანტასტიური
გართობისა და დროსტარებისათვის იყრის თავს ახალგაზრდობა მთელი ევროპიდან.
საღამოს დადგომისთანავე იწყება მხიარულება - ეგზოტიკური შოუები,
მასკარადები, მხიარული კლოუნადები, გრანდიოზული დისკოთეკები, სასაცილო
შეჯიბრები და დახვეწილი მოდური ჩვენებებიც კი, რომლის მსგავსი არა მგონია
რომ ევროპის რომელიმე ქალაქში ხდებოდეს.ბიცას
ყოველ დასახლებულ პუნქტში არის Oficina de Informacion, სადაც აბსოლუტურად
უფასოდ არიგებენ ავტობუსების განრიგის ფერად ბუკლეტებს, სადაც
სანაპიროების დაწვრილებით ილუსტრირებულ რუქას იხილავთ. ერთისგან მეორე
გამომდინარეობს, რადგან დამსვენებლები პლაჟიდან პლაჟზე გადასვლას ქალაქის
ავტობუსით ამჯობინებენ. კუნძულზე დაახლოებით 80 სხვადასხვანაირი სანაპიროა ნებისმიერი გემოვნებისათვის. ტურისტულები,
მოდურები - გვიმრისებური ქოლგებითა და თეთრი შეზლონგებით. სტილიზირებულები
- ‘’კარიბის ზღვის მეკობრეების’’ სტილში, სადაც ადგილობრივი ჯეკი-ბეღურები
ყიდიან ათასგვარ რამეს. მიყრუებულები, ნუდისტურები და ველური სანაპიროები
- ლამაზი და კლდოვანი. იმას, რომ იბიცაში დასვენება საფუძვლიანად
განსხვავდება სხვა კურორტებზე დასვენებისაგან, ხოლო თვითონ იგი - სხვა
კურორტისაგან, ადვილად მიხვდებით, თუ დამსვენებლებს შეხედავთ. ცურვის,
ყვინთვისა და ნარუჯის მიღების მაგივრად ისინი ცდილობენ შეიკრიბონ სადმე
ხეების ქვეშ, რათა არავითარმა მზემ და ტალღების ხმაურმა არ შეუშალოს ხელი
მათ მშვიდ ძილს. პლაჟებზე ასევე ხდება ფლაერების დარიგება საღამოს
წვეულებებზე და რასაც არ უნდა ამბობდნენ მედიკოსები პლაჟზე ძილის
მავნებლობის შესახებ, იბიცაში სწორედ აქ სძინავს ყველას. ხვდებით ალბათ
რატომაც: იბიცაზე ძილისთვის ღამით არავის ცალია, ღამე აქ გართობისათვისააძირითადი
კლუბური ცხოვრება იწყება შუაღამეს და მთავრდება დილის 7 საათზე. შესვლა 35
ევრო ღირს. მაგრამ თუ შიგნით მოხვდებით, მიხვდებით, რომ ფული ტყულად არ
დაგიხარჯავთ. ეს ნამდვილად საუკეთესოა, რაც მუსიკის, მოდისა და გართობის
სფეროში შექმნილა. ღიაა
1967 წლიდან. რეზიდენტები: როჯერ სანჩესი, ერიკ მორილო, პიტ-ტონგი - ეს
საკმარისი სიაა იმისათვის, რომ კლუბის დონე განსაზღვროთ. აქ ტარდება
კუნძულის ყველაზე მოდური საღამოები. მოცეკვავე ბიჭები ასრულებენ
‘’ჰაუსს’’, ხოლო თავგადაპარსული ტატუირებული გოგონები - სტრიპტიზს -
ლაკონურს და თავშეკავებულს, როგორიც თავად კლუბია. აქ ნახავთ ‘’დღის
დიჯეის’’, აქ მოდიან მეტისმეტად ბურჟუაზიული და კარგად ჩაცმული
ადამიანები. მაგრამ ერთად-ერთი ‘’ფეის-კონტროლი’’, როელსაც კლუბის
შესასვლელში გადახაზული ღია ფეხსაცმლის ტაბლოთი შემოიფარგლება, იმ
მოსაზრებითაა ნაკარნახევი, რომ სტუმრებმა ცეკვის დროს ფეხი არ გაიჭრან
შემთხვევით გატეხილ ჭიქებზე. სამშაბათობით
და კვირაობით აქ იმართება ‘’ქაფიანი საღამოები’’. მაგრამ ეს არ აგერიოთ
ცეკვებში ქაფის თანხლებით, ეს არის ნამდვილი ბრძოლა გადარჩენისათვის:
ზემოდან მილების მეშვეობით, ძლიერი წნევით ეშვება ქაფი. თქვენი ამოცანაა
არ დაიღრჩოთ ამ ქაფში, რომელიც კისრამდე გწვდებათ და სანამ თქვენ
თვალებიდან იშორებთ მას, ‘’მუჩაჩოები’’ ყველა მხრიდან ცდილობენ ისარგებლონ
თქვენი უმწეობით და ხელი წაგატანონ სხეულის ყველაზე ‘’აკრძალულ’’
ადგილებზე. შიძლება ითქვას, მხიარული, ჯგუფური ძალადობაა 80-იანი წლების
მუსიკის თანხლებით. ეს
კლუბი ტრანსისა და ტექნოს მოყვარულებისთვისაა. ყველაზე ხმაურიანი
დისკოთეკაა მსოფლიოში. თუ ვინმეს კუნძულზე ფილმის გადაღება მოუნდება
ნარკოტიკული თავაშვებულობის შესახებ, ვურჩევთ, გადაღებები აუცილებლად აქ
მოაწყოსმოტოროლერის დაქირავება ერთი დღით ღირს 30 ევრო, ხოლო მანქანის - 50 ევრო. ტაქსის
ღირებულებას კი კილომეტრობით კი არ საზღვრავენ, არამედ უფრო -
‘’კლუბიდან-სახლამდე’’ - ჩვეულებრივ გამოდის დაახლოებით 15 ევრო. ერთ-ერთ
ყველაზე სახალხო ტრანსპორტად ავტობუსი ითვლება. საშინელი განრიგითა და
გაჩერებების განუსაზღვრელი რაოდენობით მას ათასობით მთვრალი ინგლისელი,
ცნობისმოყვარე ამერიკელი და ხმაურიანი იტალიელი გადაყავს ერთი ადგილიდან
მეორეზე.კუნძულზე
ოფიციალურად 27 000 უმუშევარია და მათი უმრავლესობა დამსვენებლებში ირევა.
ნუ გაგიკვირდებათ, თუ იქაური მამაკაცები ქართველი კაცების მსგავსად
დანახვისთანავე ‘’შებმას’’ დაგიწყებენ და დარწმუნებულნი იქნებიან, რომ
ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი… ცხოვრება იბიცაში თვალნათელი
დემონსტრირებაა იმისა, თუ როგორ უნდა უყუროთ ყველაფერს მარტივად და თუ
როგორ უნდა იყოთ დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში უსირცხვილოდ ბედნიერი. იმის მეტი სათქმელი არაფერი დამრჩენია რო გისურვოთ ამ კუნძულზე მოხვედრა.გისურვებთ უსირცხვილოდ ბედნიერებას : )-- წყარო სამწუხაროთ აგარ მახსოვს : ) ვინმე ინტრიგანს ეცოდინება და დაწეროს თუ სურს : )
|