კავშირგაბმულობის
ქსელების დაახლოება-შერწეყმას ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების სწრაფი
განვითარება. ამ პროცესმა თითქმის ყველა ტიპის კავშირგაბმულობის ქსელი
მოიცვა, მათ შორის მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ქსელები.
FMC (Fixed Mobile Convergence), ანუ ფიქსირებული და
მობილური ქსელების გაერთიანება, დღეს, თანამედროვე ტელეკომუნიკაციის
სფეროს განვითარებაში, ერთ-ერთი აქტუალური თემაა. განიხილება მობილური და
სტაციონარული საქალაქო სატელეფონო ქსელების ინფრასტრუქტურების ერთმანეთში
ინტეგრირების საკითხები. ამ ინტეგრირების შედეგად მობილური და ფიქსირებული
კავშირის ოპერატორებს ახალი კავშირგაბმულობის მომსახურებები შესთავაზონ,
იმის მიუხედავად, თუ სად იმყოფება აბონენტი და რა ტიპის კავშირი აქვს
ქსელთან.
ინტეგრაციის ძირითად იდეას ერთიანი ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა
წარმოადგენს, რომელიც მომხმარებელს მობილური, ფიქრსირებული და
ინტეგრირებული მომსახურებების ფართო სპექტრს შესთავაზებს. ასეთი ქსელები
უზრუნველყოფენ მოპმხმარებლის საფასურის ერთიანი ანგარიშით სარგებლობას და,
რაც მთავარია, შეუძღუდავი მობილურობის პირობებს. ამასთან, აბონენტის
ადგლისმდებარეობის მიხედვით, ირჩევა ტრაფიკის გატარების ყველაზე
ოპტიმალური მარშუტი, ფიქსირებული ან მობილური ქსელის გამოყენებით.
ქსელების ინტეგრირებაზე ორიენტირება, ძირითადად, განაპირობა
მწარმოებლებისა და კავშირგაბმულობის ოპერატორების იმ საერთო დასკვნამ, რომ
მომავალი არა ტექნოლოგიების ცალსახა განვითარებაში, არამედ
მომხმარებლისთვის მომსახურებების შეთავაზებაში მდგომარეობს. ამასთან,
მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია არა მომსახურების მოწიდების ხერხი ან
საშUალება, არამდენ თვითონ მომსახურება, რომელიც მარტივი და ხარისხიანი
უნდა უნდა იყოს და, როგორც უკვე ავღნიშნეთ, არ უნდა იყოს დამოკიდებული
აბონენტის ადგილმდებარეობაზე, ქსელის ტიპსა და ტელეფონის აპარატის
მოდელზე. ქსელების ინტეგრირების სისტემების რეალიზაციის დროს ძირითადი
აქცენტი სწორედ მომსახურებებზე კეთდება.
მობილური და ფიქსირებული ქსელების გაერთიანების მცდელობა უკვე ათი წელია,
მიმდინარეობს, თუმცა, არცთუ ისე სახარბიელო შედეგებით.ნაწილობრივ, ეს
იმითაა გამოწვეული, რომ საწარმოები და დიდი ორგანიზაციები, პირველ რიგში,
დაინტერესებულები არიან შემოსავლების გაზრდასა და დანახარჯების
შემცირებაში. რაც შეეხება ერთ ტელოეფონსა და სააბონენტო ნომერს, ეს, რა
თქმა უნდა, მოსახერხებელია, მაგრამ ეკონომიის საშძალებას ნაკლებად იძლევა
და ხანდახან, დამატებით ხარჯებთანაცაა დაკავშირებული.
ქსელების კონვერციის კონცეფციის აქტიური განვითარება IP-ტექნოლოგიებზე მასობრივი გადასვლის ტენდენციას დაემთხვა. ინტერნეტპროტოკოლი (IP)
თანდათანობით, მაგრამ მტკიცედ მკვიდრდება, როგორც კავშირის უნივერსალური
ენა, რომელიც ყველა ტიპის ქსელებისა და მოწყობილობების ერთიან და
შეთანხმებულ მუშაობას უზრუნველყოფს. მან, თავის მხრივ, ახალი თაობის
მომსახურებასა და ქსელური ინფრასტრუქტურის წარმოქმნას შეუწყო ხელი,
რომელთა ნაზაზეც შეიქმნა ე.წ. ახალი თაობის ქსელები NGN.
სრულფასოვანი ინტეგრირებული მომსახურებების გასაწევად ახალი თაობის ქსელების არქიტექტურას ძირითადად კომპონენტს ე.წ. IMS (Ip Multimedia Subsystem)
ქვესისტემა წარმოადგენს. ეს ქვესისტემა თანამედროვე მობილური და
ფიქსირებული ქსელების ბირთვია და ხელს უწყობს მათ შორის არსებული
ბარიერების აღმოფხვრას.
IMS ქვესისტემა განიხილება, როგორც ახალი თაობის
ქსელების კონცეფციის რეალიზაციის ერთ-ერთი პრაქტიკული ფორმა. ფიქსირებული
და მობილური ქსელების რეალური კონვერგენცია მხოლოდ მომსახურების მიწოდების
პროცესის სტანდარტიზირების და სტრუქტურირების გძითაა შესაძლებელი, რაშიც IMS ქვესისტემა ძირითად და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.
2005 წელს გამოჩნდა ქსელების კოვერგენციის ახალი თაობა, რომლის ძირითად ბირთვს IMS
ქვესისტემა წარმოადგენს. მასში ფიქსირებული კომპონენტის როლს არა
ტრადიციული სატელეფონო ხაზი, არამედ ფართოზოლოვანი ინტერნეტარხი ასრულებს,
რომელშიც ხმოვანი კავშირი VoIP ტექნოლოგიის გამოყენებით ხორციელდება.
ასეთმა ჩანაცვლებამ სახსრების ეკონომიის რეალური პერსპექტივა დასახა,
რამაც ქსელების კონვერგენციის პრინციპი გაცილებით უფრო მიმზიდველი გახადა
და ტელეკომუნიკაციების ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეების პრაქტიკული
მხარდაჭერა ჰპოვა.განსაკუთრებით მსოფლიოს უდიდესი ქსელური პროდუქტების
მწარმოებელი კომპანიები გააქტიურდნენ, რომელთა ძირითადი მოზანი ბაზრის ამ
პერსპექტიულ სეგმენტზე საკუთარი პოზიციების გამყარებაა. შედეგად FMC მოდელის რეალიზაციის ახალმა მცდელობებმაც არ დააყოვნეს.
2005 წლის 15 ივნისს დიდი ბრიტანეთის ფიქსირებული ქსელების უმსხვილესმა ოპერატორმა, ბრიტანეთის ტელეკომმა (British Telecom.BT), ევროპაში პირველად, ქსელების კონვერგენციის პრინციპზე დაფუძნებული ახალი სერვისის - BT Fusion_ის
ანონსირება მოახდინა. ეს მომსახურება, ძირითადად, კერძო მომხმარებლებისა
და მცირე ზომის საწარმოებისთვისაა განკუთვნილი. იმის გამო, რომ BT_ს საკუთარი მობილური ქსელი არ გააჩნია, მისი პარტნიური, იმ წამოწყებაში, მსოფლიოს უდიდესი მობილური ოპერატორი Vadafone
გახლავთ. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის განსახორციელებლად შეიქმნა
უმსხვილესი კონსორციუმი, რომელშიც საკუთარი რესურსები გააერთიანეს
მსოფლიოში ისეთმა ცნობილმა კომპანიებმა, როგორებიცაა: Alcatel, BT, Ericsson, Inventel, IVT, Lucent და Motorola.
BT_ს მიერ წარმოდგენილი ახალი მომსახურების
განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მომხმარებელს, ჩვეულებრივი სააბონენტო ხაზის
ნაცვლად, გამოეყოფა მუდმივი ფართოზოლოვანი ინტერნეტარხი, რომელშიც
საუბრების განსახორციელებლად VoIP ტექნოლოგია
გამოიყენება. ტელეფონის აპარატი წარმოადგენს უსადენო ყურმილს, რომელსაც
შეუძLია ფიჭური ტელეფონისა და უსადენი IP ტელეფონის რეჟიმში მუშაობა იმის
მიხედვით, თუ რომელი ქსელის დაფარვის ზონაში იმყოფება აბონენტი.
მომხმარებლის სახლში ან ოფისში ყოფნის დროს ყურმილი Bluetooth ტექნოლოგიის საშუალებითაა დაკავშირებული უსადენო ქსელურ კონცენტრორთან (BT Home Hub)
და ზარების განხორციელება ფიქსირებული ქსელის საშუალებით ხდება. სახლის ან
ოფისის ფარგლებს გარეთ ი ყურმილი ჩვეულებრივი მობილური აპარატის ფუნქციას
ასრულებს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ, ერთი ქსელიდან მეორეში
გადასვლისას, აბონენტს კავშირი არ უწყდება და ორივე ქსელში მას ერთი
საერთო ტელეფონის ნომერი აქვს. მომავალში BT აპირებს Wi-Fi თვისებადი ყურმილების გამოყენებასაც, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ისარგებლოს BT_ს ფიქსირებული ქსელის მომსახურებით არა მარტო სახლში, არამედ ყველგან, სადაც BT_ს Wi-Fi ქსელის დაფარვის არეალი ვრცელდება.
ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მომსახურებას, ქსელების კონვერგენციის
კონცეფციის ფარგლებში, წარმოადგენს კერძო ვირტუალური ქსელის, ანუ [b]VPN_ის
ორგანიზირება, რომელშიც შეიძლება გაერთიანებული იყოს როგორც სტაციონარული
(საოფისე), ისე მობილური ტელეფონებიც. ამ ვირტუალური ქსელის ფარგლებში,
ყველა აპარატისთვის მოქმედებს დარეკვის საერთო წესები, რაც აბონენტებს
საშუალებას აძლევს, დარეკონ მობილური აპარატიდან ოფისში და პირიქით, შიდა,
მოკლე ნომრების გამოყენებით. ასეთი მომსახურება აბონენტთან დაკავშირების
საშუალებას მაშინაც კი იძლევა, როცა ის სამუშაო ადგილზე არ იმყოფება და
საგრძნობლად ამცირებს შიდაკორპორატიულ ზარებზე დახარჯული თანხების
რაოდენობას.
დღეს მსოფლიოს წამყვანი სატელეკომუნიკაციო მოწყობილებების მწარმოებლების
მიერ, მრავლადაა წარმოდგენილი ქსელების კონვერგენციის ინდივიდუალური
გადაწყვეტილებები და მიდგომები:
2005 წლის დეკემბერში კომპანია Cisco Systems[_მა, Nortel__ისა და Avaya_ს
თანამონაწილეობით, ფართო აუდიტორიას ქსელების კონვერგენციის საკუთარი
სისტემა წარუდგინა. დემონსტრირებამ დაადასტურა, რომ სისტემაში
შეთავსებულია როგორც ახალი FMC, ასევე ტრადიციული მომსახურებაც, რაც ოპერატორებს საშუალებას აძლევს მომხმარებელს შესთავაზონ ე.წ. Triple Play მომსახურება.
წელს, ბარსელონაში, 3GSM კონგრესზე, კომპანია Siemens_მა წარმოადგინა საკუთარი წარმოების FMC სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კომპლექსურ ურთიერთქმედებას მობილურ, უსადენო და ფიქსირებული ქსელების მოწყობილობებს შორის- Fixed Mobile Convergrance Version 2.0. სისტემა აერთიანებს VoIP
ტექნოლოგიას, ბიზნეს გადაწყვეტილებებს, ვიდეოტელეფონიას, ქსელში აბონენტის
სტატუსის იდენტიფიკაციის ფუნქციებსა და მყისიერი შეტყობინებების გადაცემას.
კომპანია Alcatel_ი ოპერატორებს სთავაზობს ქსელების კონვერგენციის სისტემას, რომლის სახელწოდებაა Intelligent Mobile Redirect (IMR)
- ინტელექტუალური მობილური გადამისამართება. იგი მსხვილი
საწარმოებისთვისაა განკუთვნილი და თანამშრომლებთან დაკავშირების
საშუალებას ერთი ნომრის გამოყენებით იძლევა. სისტემა თვითონ ირჩევს
დაკავშირების საუკეთესო ხერხს მობილური, Wi-Fi ან luetooth ქსელების გამოყენებით და უზრუნველყოფს აბონენტის მიერ ზარის მიღებას იმის მიუხედავად, თუ სად იმყოფება იგი.
მსგავსი სისტემები შექმნილი აქვთ მსოფლიოს ისეთ წამყვან კომპანიებს როგორიცაა: Avaya, Ericsson, Lucent technologies, Motorola, NEC, Nokia და Nprtel.
მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯერჯერობით, გადასაწყვეტია ინტეგრირებულ ქსელებთან სხვადასხვა ინტერფეისების (GSM,GPRS,UMTS,Bluetooth,Wi-Fi)
მქონე ტელეფონის აპარატების თავხედობის საკითხი. მომავალში ინტეგრირებული
ქსელის აბონენტს ნებისმიერი ასეთი ტიპის აპარატიდან უნდა ჰქონდეს კავშირზე
გასვლის საშუალება, დღეს კი FMC თავსებადი აპარატების
რიცხვი ძალზე მცირეა და სპეციალური აპარატების ტიპს განეკუთვნება, რაც,
თავისთავად ხელს უშლის ქსელების ინტეგრირების მასშტაბური პრიცესის
დაწყებას.
თანამედროვე FMC ტელეფონი
ჩვეულებრივისგან იმით განსხვავდება, რომ გათვლილია რამდენიმე რეჟიმში
მუშაობისთვის. ასეთი აპარატის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია მიიღოს
სხვადასხვა მომსახურებები მიუხედავად იმისა, იმყოფება ის მობილური ქსელის
თუ ნებისმიერი სხვა ქსელის (WLAN, Wi-Fi, Bluetooth)
დაფარვის არეალში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთი და იგივე აპარატი ერთი
ნომრით შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სახლში, ასევე ოფისში და
შენობების ფარგლებს გარეთაც.
რიგი ექსპერიმეტების აზრით, მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ბაზარი უკვე
მომწიფდა ინტეგრირებული მომსახურების ფართოდ დანერგვისთვის. ამ მოსაზრებას
მხარს უჭერს, 2005 წელს გამოქვეყნებული, სპეციალური გამოკითხვის შედეგები,
რომლებიც კომპანია Alcatel_ის
მიერ იყო შეკვეთილი და მიზნად ისახავდა მსოფლიოში კავშირგაბმულობის
მომსახურებებით დაინტერესების გამოკვლევას. კვლევამ აჩვენა, რომ
კორპორატიული მომხმარებლის 56% დაინტერესებულია ოფისის, სახლის და
მობილური კავშირისთვის ერთი საერთო ნომრით და ტელეფონის აპარატით
სარგებლობის პერსპექტივით.
ომბილური და ფიქსირებული ქსელების გაერთიანებას დიდ მომავალს იწინასწარმეტყველებენ კვლევითი კომპანია Informa Telecoms and Media_ს
ანალიტიკოსებიც. მათი მონაცემებით, 2011 წლისთვის, ამ ბაზრის მოცულობა 28
მილიარდ $_ს მიაღწევს, ხოლო მისი მომსახურებით მსოფლიოს აბონენტების 3%
ისარგებლებს. FMC ფუნქციით აღჭურვილი აპარაების რაოდენობა საერთო მასის 5%, ანუ 47 მილიონი ერთეული იქნება.
მიუხედავად ზემოთ მოყვანილი პროგნოზებსა, ანალიტიკოსების უმეტესობა თვლის,
რომ მობილური და ფიქსირებული ქსელების კონვერგენცია ხანგრძლივ და
მრავალსაფეხურიან პროცესს წარმოადგენს, რომელიც სატელემუნიკაციო ბაზრის
ყველა მოთამაშის მონაწილეობასა და ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებას
ითვალისწინებს.
|