ჯაშუშური ტექნოლოგიები ხალხის სამსახურში
ცნობილი ფრაზა- არა
არს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს- დღესაც აქტუალურია. ჩვენს თვალწინ
გორდება სკანდალი ჩვენი მობილური ტელეფონების მოსმენისა და უფრო მეტიც,
მათი საშუალებით თვალთვალის შესახებ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო
მაღალტეხნოლოგიურია ტელეფონი, მით მეტი ჯაშUშUრი ფუნქცია გააჩნია, კერძოდ:
1.გარშემომყოფი ხალხისა და ნივთების ვიზუალური ფოტოგრაფირება
2. მობილური ტელეფონებიდან 10 მეტრის რადიუსში ვიდეოგადაღება და აკუსტიკური კონტროლი ყველა მოსაუბრის შემდგომი რეგისტრაციით
3. ყველა შემომავალი თუ გამავალი ზარის, SMS და ელ-ფოსტის მოსმენა და მთელი ინფორმაციის სკრუპულოზური არქივიზაცია
4. ობიექტის (ტელეფონის) ადგილმდებარეობის განსაზღვრა რამდენიმე მეტრის რადიუსით
5. მიკროფონის დისტანციური ჩართვა ათობით ათასი კილომეტრის სიშორიდან
6. ტელეფონის მიკროფონის საშუალებით საუბრების დისტანციური მოსმენა,
თუნდაც ძირითადი ბატარეა ამოღებული იყოს (თანამედროვე ტელეფონებში)
ბუნებრივია, რომ მობილური ტელეფონების კონტროლის აღნიშნულ ტექნოლოგიებს
ადრე მხოლოდ დასავლური სპეცსამსახურები იყენებდნენ ტერორისტებთან და
კრიმინალებთან საბრძოლველად. უბრალო მობილური ტელეფონების წარმოებისას
აღნიშნული ფუნქციები რეალიზებული იყო ოდენ აპარატის დონეზე და
აქტიურდებოდა მხოლოდ სპეციალური ბრძანებით, რომელშIც ცნობილი იყო
შესაბამისი სპეცსამსახურებისთვის. ასეთი ღონისძიებანი ხორციელდებოდა
ქვეყნის კანონმდებლობის ჩარცოებშI. მობილური, კავშIრის განვითარებასა და
სმარტფონებისა და კომუნიკატორების (რომლებიც აერთიანებენ ტელეფონისა და
კომპიუტერის ფუნქციებს), გამოჩენის კვალდაკვალ სპეციალური, ანუ პოლიციური
ფუნქციები შევიდა ოპერაციულ სისტემებშIც, რომელსაც იყენებენ მობილურ
ტექნოლოგიებში. სულ უფრო რთულია მობილური ტელეფონების ასეთი უნივერსალური
მაღალსიჩქარიანი პროცესორების წარმოება, რომლებიც ასევე შეიცავენ
დამატებით პოლიციურ ფუნქციას. სამწუხაროდ, აპარატული ნაწილიდან
პროგრამულზე სპეციალური ფუნქციების გადანაწილებამ გამოცდილ პროგრამისტებს
საშUალება მისცა შეექმნათ ეგრეთ წოდებული SPY (შპიონური) ტელეფონები
სერიულად გამოსვებული მობილური აპარატების ბაზაზე. მთელ მსოფლიოში ცნობილი
ტელეფონების NOKIA, SIEMENS, PANASONIC, MOTOROLA, SAMSUNG,
SONY-ERICSSON_ის 70_ზე მეტი მოდელი არსებობს, რომელთა ბაზაზე spy
ტელეფონები შეიქმნა. ბავშვების მოსასმენადაც კი შეიქმნა სპეციალური
ტელეფონი- ახლა არათუ მშობლებს, ყველას შეუძლია ბავშვების ლაპარაკის
მოსმენა.
პროგრამისტების საქმიანობის ფართო ასპარეზმა შესაძლებელი გახადა
იაფფასიანი ცრუ საბაზო სადგურების შექმნა, რომლებიც ახორციელებენ
მიკროფონის აქტივაციას მობილურებზე ცრუ ზარებით ან SMS_ებით, მაგალითად,
ახალ მომსახურებაზე ინფორმაციით, რომელიც ერთი შეხედვით სულაც არ არის
საინტერესო, მაგრამ შეიცავს თქვენი მობილურის მიკროფონის აქტივაციის კოდს
და საშუალებას იძლევა, მოისმინონ საუბრები. იმის განსაზღვრა, რომ
მიკროფონი ჩართულია, პრაქტიკულად, ძალიან რთულია და ბოროტგანმზრახველს
შეუძლია, მშვიდად უსმინოს როგორც თქვენს სატელეფონო, ასევე გარშემომყოფთა
საუბრებსაც. ამრიგად თქვენს ძალიან პრესტიჟულ და ელეგანტურ მობილურ
ტელეფონზე შეიძლება ჩაერთონ სპეცსამსახურებიც და კონკურენტებიც, თქვენზე
ინფორმაციის, მათ შOრის კომპრომატის მიღების მიზნით. მოსმენა და თვალთვალი
უკვე ძალიან იაფი ჯდება. spy ტელეფონების რაოდენობა
უზარმაზარია,ნომენკლატურა ყოველდღიურად იზრდება.
ახლა ზუსტად აღარ ვიცით როგორ ტელეფონს ვყიდულობთ- ჩვეულებრივს თუ SPY_ს
და რემონტის შემდეგ რომელ აპარატს დაგვიბრუნებენ. მთავარია, რომ
ტელეფონების მწარმოებლები იურიდიულად პასუხს არ აგებენ ამ, თითქოსდა,
უბრალო ცვლილებაზე. არ ყოფილა NOKIA_ს და SIEMENS_ის არცერთი
განცხადება,რომ მათი ტელეფონების ამ მიზნით გამოყენება არ შეიძLება და ეს
ადამიანის უფლებების დარღვევაა. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალური დემოკრატია
ნებისმიერი საშუალებით მოსმენის თავისუფლება ყოფილა. სპეციალური
ტელეფონები, რომლებსაც გააჩნიათ აპარატული და პროგრამული საშუალებების
კონტროლის სისტემები, რაც გამორიცხავს ინფორმაციის არასანქცირებულ
გაცემას, აგარიდებთ კონკურენტების მხრიდან თვალთვალს. ასეთი ტელეფონის
მწარმოებელმა გარანტია უნდა მოგცეტ, რომ ტელეფონის მოსმენა შეუძლებელია და
არა აქვს მიკროფონის დისტანციური ჩართვის სისტემა.
შსს აძლიერებს საიდუმლო თვალთვალის აპარატების გამოყენებაზე კონტროლს!
შსს ითხოვს, გამკაცრდეს ან დაკონკრეტდეს კანონმდებლობა, რომელიც იცავს
მოქალაქეეს საიდუმლო თვალთვალისგან. ფორუმალურად, კანონი, რომელიც პირად
ცხოვრებაშI შერას კრძალავს, არსებობს. თუმცა, მისი შესრულების რეალური
მექანიზმი პრაქტიკულად არ არსებობს!
აი ყველაზე გავრცელებული მაგალითი: ბევრ მაღაზიაში, ბანკშI, ოფისში
დამონტაჟებულია ფარული სათვალთვალო კამერა. კანონის მიხედვით,
ადმინისტრაცია ვალდებულია, ხალხს აცნობოს ეს - გამოაკრას გამაფრთხილებელი
წარწერა, რომ მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი. ხშირად შეგხვედრიათ ასეთი
წარწერა?!
ოფიციალურად, ფარული მოსმენის, ვიდეოთვალისთვის, კომპიტერიდან ინფორმაციის
მისაღები აპარატურის დამზადება შეუძლიათ მხოლოდ იმ ფირმებს, რომლებსაც
ამაზე სახელმწიფო ლიცენზია გააჩნიათ.
წესით ეს ფირმები მხოლოდ სახელმწიფო შეკვეთებს უნდა ასრულებდნენ.
მაგალითად, დაამზადონ მობილური ქსელის ოპერატორთან ჩასართავი მოწყობილობა.
მობილური კავშIრის ყველა ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელდება. ანუ სპეცსამსახურების
პირველივე მოთხოვნისთანავე, ჩართოს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც
გააკონტროლებს ტელეო\ფონებას და ელფოსტასაც კი წაიკითხავს. ასეთი
კომპლექსი დაახლოებით მლნ დოლარი ღირს.
"შპიონური სათამაშOები" თუმცა, გაცილებით მარტივი, ნებისმიერი
ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. მათი შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტის
მეშვეობით ან სულაც თავადვე დაამზადოთ, თუ სარჩილავის გამოყენება იცით.
ინტერნეტიც და წიგნების დახლებიც სავსეა დაწვრილებითი ინსტრუქციებითა და
სქემებით. საჭირო დეტალები კი ელექრომოწყობილობების ნებისმიერ მაღზიაში
იყიდება.
რას სთავაზობენ კერძო დეტექტივებს იატაკქვეშა ოსტატები?
ძირითადად, ყველანაირ "სასარგებლო მწერებს" - სატელეფონო, რადიო და ვიდეო "ჟუჩოკებს".
სატელეფონო "ჟუჩოკი" ან ქსელში მონტაჟდება, ან აპარატში- სტაციონარულშიც
და მობილურშიც. იგი საშUალებას იძლევა, მოისმინონ სატელეფონო და
ჩვეულებრივი საუბრები შენობაში, გამორთული ტელეფონითაც კი.
რადიო "ჟუჩოკი"- ეს არის სტანციონალური ან დროებითი UFM დიაპაზონის
მიკროგადამცემი. მათ ნიღბავენ როგორც ავტოკალმებს, ამაგრებენ შპალერში ან
ავეჯში, მალავენ წიგნში ან ბიჟუტერიაში. ჩვეულებრივ, ეს მოწყობილობა იჭერს
საუბრებს მეტრის რადიუსით და გადასცემს რამდენიმე ასეულ მეტრში. თუმცა, თუ
ეს დროებითი "ჟუჩოკია", მუშაობს ბატარეების განმუხტვამდე.
არსებობს კიდევ სხვადასხვა ტიპის მიკროფონები. მიკროფონად შეიძლება
გამოიყენონ მაგიდა, კარადის კედელი ან წიგნის თარო. საიროა მხოლოდ კარგად
დაამაგრონ პიეზოკრისტალი და გაიყვანონ უწვრილესი სადენები მოსასმენ
პუნქტამდე. სხვა ტიპის მიკროფონს მალავენ გაუტვალისწინებელ ადგილზე-
სავენტელაციო მილში, ელექტროროზეტში, კარის ღრიჭოში, კლიტის ნახვრეტში ან
კედელში სპეციალურად გაკეთებულ ჭუჭრუტანაშI. არსებობს კონტაქტური
მიკროფონებიც. ისინი აკუსტიკურ სიგნალებს იღებენ რაიმე საგნიდან-
კედლიდან, ფანჯრიდან, წყლის ან გათბობის მილიდან.
ჩვეულებრივი მოწყობილობა ბევრი კერძო დეტექტივისთვის ხელმისაწვდომია.
მიკროდეტექტორი ღირს დაახლოებით 200$ , მოსასმენი- 100$, მოწყობილობა,
რომელიც 100 მეტრზე ყველა ელექტრომაგნიტურ ტალღას აღრიცხავს 1000$_მდე.
რუსეთის ოპერატიულმა სამსახურებმა დააკავეს საიდუმლო სათვალთვალო
აპარატურით მოვაჭრე, რომლის განცხადებაინტერნეტში ნახეს და გამოეხმაურნენ.
ის მომხმარებელს სთავაზობდა 5 რუბლიანი მონეტის ზომის კვარცის"ჟუჩოკებს"
და ფართოზოლიან სკანერებს. მისი აპარატურა იჭერდა და უსმენდა პრაქტიკულად
ყველა რადიოსიგნალს- მობილურ და სტანციონალურ რადიოტელეფონებს, თავად
სამართალდამცავთა, სასწრაფო დახმარების და ტაქსის რაციებს. მოსასმენი
კომპლექტი ღირდა 12 000 რუბლი. მობილური ტელეფონი, რომელშIც "ჟუკოჩკი"
მონტაჟდება, კლიენტს 10 000 რუბლი უჯდებოდა.
მისი საქონელი მოქმედებდა როგორც მოსკოვში და მის გარშემო, ასევე ურალში.
ოპერმუშაკებმა აღმოაჩინეს ოფისებშI და ბინებში დაყენებული 40 მოსასმენი
აპარატი.
თუ არსებობს "ჟუჩოკებისგან" თავდაცვის საშუალება?
ადამიანმა თავი რომ აარიდოს ზედმეტ ცნობისმოყვარეობას, სიფრთხილე უნდა
დაიცვას. კონფიდენციალური საუბრებისას არ კმარა ტელეფონის გამორთვა,
როგორც არაერთხელ ავღნიშნეთ, აუცილებელია აკუმულატორის ამოღებაც. არსებობს
რამდენიმე მოწყობილობამ რომლებიც მოსმენას ხელს უშლიან- სატელეფონო
სადგურის კონტროლიორი, რადიოხმაურის პორტატული გენერატორი, სკრემბლერი და
ვოკოდერი. ისინი არა მარტო "ჟუჩოკებს" აღმოაჩენენ, ასევე ქმნიან ხმაურს,
აკოდირებენ საუბარს ანუ შპიონური აპარატურის მუშაობას უსარგებლოდ აქცევენ
|