ტუჩების გალურჯების მიზეზია კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დაწევის შედეგად სისხლძარღვების მოშლილობა. ტუჩის მუდმივი ლურჯი ფერი მოწმობს ვენური ქსელის მოქმედების დარღვევას _ ეს არის ვარიკოზის ნიშანი.
გამონაყარი სახეზე _ თუ ინფექციური ხასიათის არ არის, ჩნდება ჩვეულებრივი დისბაქტერიოზის, ენტეროკოლიტის, ენტერიტის დროს.
პიგმენტური ლაქები _ უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს. დიდი ზომის პიგმენტური ლაქები _ ღვიძლის ცუდი მუშაობის მიზეზია, პატარა ნაღვლის ბუშტისა. მკრთალი ლაქები ჩნდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის შედეგად.
ლოყაზე წითელი ლაქების გამოჩენა ბრონქიალური ასთმის მოშლის მაჩვენებელია. კაპილარული ქსელი ლოყაზე მეტყველებს სისხლძარღვების სისტემის მოშლის დაწყებაზე და ჰიპერტონიის პირველ ნიშანზე, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მოუწესრიგებლობაზე. რაც უფრო დიდი ზომის არის ქსელი, მით მეტად დაავადებულია ღვიძლი.
წითელი ცხვირი და წითელი ნიკაპი _ სისხლძარღვოვანი სისტემის მოშლილობის მიზეზია. დარღვეულია კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობა.
მუდმივად წითელი სახე _ ჰიპერტონიის სიმპტომია.
|