ძილი სულაც არ არის სიცოცხლისათვის წართმეული დრო. ძილში ტვინი გადაამუშავებს დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას.
დიდი ხანია, ცნობილია, რომ უძილობა ჯანმრთელობას არღვევს. კერძოდ, არასწორად იხარჯება ენერგია, იფანტება ყურადღება, ნელდება რეაქცია, იზრდება შეცდომების ალბათობა. საგზაო შემთხვევების 35% უკავშირდება გამოუძინებლობას. დამტკიცებულია, რომ ამ დროს ძალიან ზიანდება იმუნური სისტემა. ძილის დროს სისხლში 10-ჯერ მეტი დამცავი აგენტია. გრიპისა და სხვა ინფექციების ვირუსებიც უფრო ხშირად ხვდება გამოუძინებელ ორგანიზმში.
რაც უფრო დიდხანს გრძელდება უძილობის პერიოდი, მით მეტი დრო დასჭირდება ენერგიის აღდგენას. გამოუძინებლობის ერთადერთი წამალი არის ძილი.
|