ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა (14 ივნისი, 1928 - 9 ოქტომბერი,
1967), საყოველთაოდ ცნობილი, როგორც “ჩე გევარა”, ან “ელ ჩე” იყო
არგენტინელი ექიმი, მარქსისტი
რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, კუბის პარტიზანული ლიდერი. გევარა ფიდელ
კასტროს 26 ივლისის მოძრაობის წევრი იყო, რომელმაც 1959 წელს კუბაში
მთავრობის გადატრიალება მოახდინა. ახალ მთავრობაში რამდენიმე მნიშვნელოვან
პოსზე სამსახურისა და პარტიზანული ომის თეორიასა და პრაქტიკაზე რამდენიმე
წიგნის დაწერის შემდეგ გევარა კუბას ტოვებს 1965 წელს, რათა რევოლუციურ
გარდაქმნებში დახმარებოდა ჯერ კონგო-კინშასას (შემდგომში წოდებული კონგოს
დემოკრატიული რესპუბლიკა), ხოლო შემდეგ კი ბოლივიის პარტიზანებს, სადაც ის
აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს მიერ მოწყობილი სამხედრო ოპერაციის
შედეგად დაკავებულ იქნა. დაჭერის შემდეგ აგენტი ფელიქს როდრიგესის ცნობით
მან გევარა დაკითხა და ბოლივიელ ჯარისკაცებს გადასცა მისთვის სიკვდილის
განაჩენის სისრულეში მოსაყვანად. გევარა ბოლოვიის არმიის ჯარისკაცთა ხელში
გარდაიცვალა ლა-ჰიგერაში, ვალეგრანდესთან, 1967 წლის 9 ოქტომბერს.
სიკვდილის შემდეგ, გევარა მყისვე მსოფლიო სოციალისტური რევოლუციური
მოძრაობების გმირი ხდება. ალბერტო კონდას გევარას ფოტო მისი მრავალი
მოდიფიკაციით მთელ მსოფლიოში გავრცელდა და “მე-20 საუკუნის სიმბოლო და
მსოფლიოში ყველაზე განთქმული ფოტოსურათი” გახდა.
|