თუმცა ყველა დიეტოლოგი არ იზიარებს ამ მოსაზრებას, მაგრამ ექიმი ვერონიკა სტავისკა, რომელიც ყურძნით მკურნალობს წლების განმავლობაში, ამტკიცებს, რომ ყურძენს მრავალმხრივი სამკურნალო თვისებები აქვს _ ის კალორიებს წვავს, ენერგიით ავსებს ორგანიზმს, მაღალ სწევს საერთო ტონუსს, აუმჯობესებს ძარღვებში სისხლის მიმოქცევას, ამსუბუქებს სახსრების ტკივილს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს წმენდს.
კვების ექიმთა ერთი ნაწილი ინტერესს ამჟღავნებს ყურძნის, როგორც ორგანიზმის სეზონური გამწმენდის მიმართ. ფარმაცევტული ინდუსტრია ამუშავებს ყურძნის წიპწების ექსტრაქტს, რათა შექმნას ანტიმჟანგავი და სიბერის საწინააღმდეგო ფორმულები. კალორიებით, ვიტამინებით, მინერალებით (სახელდობრ კალიუმით და კალციუმით) და წყლით მდიდარი ყურძენი ხილის სახეობებს შორის ყველაზე მეტად გაწონასწორებულია. ათი დღის მანძილზე მხოლოდ ყურძნის მიღება, ორგანიზმის ყველა საჭიროებას სრულიად ფარავს. ათი დღე აუცილებელი დროა ორგანიზმის გასაწმენდად, სრული ციკლისათვის ორი კილოგრამი ყურძენი დღეში, მნიშვნელობა არა აქვს ჯიშებს, ჯერ მცირე დოზით დაიწყეთ და თანდათან გაზარდეთ. მკურნალობა ნელა და აუჩქარებლად ჩაატარეთ.
|