როგორც ცნობილია, ჩვენი ორგანიზმი გარშემორტყმულია ენერგეტიკული ხაზებით, რომლებიც ერთმანეთს გადაკვეთენ განსაზღვრულ ადგილებში _ ე.წ. ენერგეტიკულ ადგილებში. ამ ადგილების მასაჟმა თუნდაც 10 წამით, შეიძლება სასურველი შედეგი გამოიღოს. ჩინელი სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სასურველია დილიდანვე ავამოქმედოთ ყველა საჭირო წერტილი.
წარბების დასაწყისში ცხვირთან ახლოს განლაგებულ წერტილებზე საჩვენებელი თითEბის ერთდროული დაჭერა ამშვიდებს დაძაბულ თვალებს.
ნიკაპის შუა წერტილებზე დაჭერით მოვადუნებთ დაძაბულ კისერს.
წერტილი, რომელიც პასუხისმგებელია სისხლის მიმოქცევაზე, მდებარეობს ხელისგულის ცენტრში და გამოდის შუა თითიდან. ამ წერტილის დამუშავება სისხლის მიმოქცევას აჩქარებს.
ტონუსის ასამაღლებლად საკმარისია ვიმოქმედოთ იმ წერტილებზე, რომელიც ფეხის ცერა თითის სახსართან მდებარეობს.
ფეხისგულის ცენტრში გამავალ ხაზზე მდებარე ენერგეტიკული წერტილის მასაჟი ახალისებს ადამიანს.
|