ყველაზე ცნობილმა სოციალურმა ქსელმა რუსეთში და მის მიმდებარე ტერიტორიებში “ოდნოკლასნიკმა” შეწყვიტა განვითარება.
ახალი “თანაკლასელების” გამოჩენა საიტზე საგრძნობლად
შემცირდა ისინი ვინც უკვე გახდნენ “ოდნოკლასნიკები”, დაკარგეს ინტერესი
მის მიმართ. რუსეთში უმეტესმა სამსახურებმა დაბლოკეს კავშირი სამსახურის
პერიოდში “ოდნოკლასნიკებთან”. საიტის მფლობელებმა გადაწყვიტეს მობილურით
მიექციათ ყურადღება მაგრამ უშედეგოდ.
ზუსტად ესეთი უნდა იყოს ჩემი აზრით ყველაზე საშნელი სიზმარი საიტის
დამაარსებლის ალბერტ პოპკოვის, ასევე ინვესტორების, რომლებმაც ჩადეს
თავიანთ თანხა საქმეში. ისე მიდის საქმე, რომ ეს სიზმარი მალე ალბათ
რეალობად ექცევათ.
მე - საშალოდ მოვიხმარ ამ ქსელს. მყავს 39 “თანაკლასელი”, რომლიდანაც რეალურად ექვსია ნამდვილი თანაკლასელი. ერთადერთი ინტერესი რასაც ვნახულობდი ამ სერვისში -“мои гости”- ს დათვალიერება იყო, საინტერესოა რათქმაუნდა, თუ ვინ ინტერესდება შენი პერსონით. ბოლო პერიოდამდე ესეთი გროვდებოდა დღეში 15-20,
დროთაგანმავლობაში რათქმაუნდა კლებულობდა ეს ციფრი, რადგან ძირითადი
მეგობრები მყავდა უკვე სიაში და შემთხვევითი შემოსული იყო იშვიათი.
აქედან გამომდინარე “თანაკლასელების” სერვისთან ინტერესი უკვე დავკარგე და ესეთი ჩემნაირი “ოდნოკლასნიკი” რათქმაუნდა უკვე ბევრია. რუსეთში უმეტეს სამსახურებში დაბლოკეს ეს საიტი და საპასუხოდ “ოდნოკლასნიკმა”
გამოაკრა ბანერი, რომელიც უბიძგებს იმათ ვისაც დაუბლოკეს ეს საიტი,
შევიდნენ მობილურით. ამის სახით მათ თავისდა უნებურად დახმარება ითხოვეს - “პანიკაში ვართ, ყველამ დაგვბლოკა, შემოდით რამენაირად მობილურით!!!”.
ასევე დაამატეს 5+ რომელიც SMS-ებით “წეწავს” ხალხს, გახადეს ფასიანი დარეგისტრირება და 10 სურათის შემდეგ ფასიანია ყოველი დამატებული სურათის ატვირთვა.
ამის გარდა, ეს არ კმარათ და 12
ის მერე აგზავნიან სხვადასხვა პორნო საიტების ლინკებს, არიციან რითი
იშოვონ ფული, მაგრამ ეს მის რეპუტაციაზეც მოქმედებს, რაც მის წინააღმდეგ
შემობრუნდება.
აქედან გამომდინარე - “თანაკლასელების” დასასრული
ახლოა. ალბერტ პოპკოვის სიზმარი მალე ახდება. ერთადერთი რამაც შეიძლება
იგი დაამშვიდოს ისაა, რომ დასავლეთში ანალოგიური ქსელები ბევრი დაიხურა,
ასე რომ სიკვდილი მარტოს არ მოუწევს…
|