აგნოსტიციზმი (ბერძ. a - უარყოფა, γνώσις - ცოდნა) — მთელ რიგ მტკიცებათა, როგორიცაა თეოლოგიური განსაზღვრებები ღმერთზე, ღმერთებსა ან ღვთაებებზე, სინამდვილის შეფასების ფილოსოფიური ხედვა, რომლის მიხედვით ეს ცნებები უცნობია, არსებითად შეუცნობადი ან არაკოჰერენტულია და, მაშასადამე, სიცოცხლისთვის ირელევანტური. ტერმინი პირველად გამოიყენა თომას ჰენრი ჰაქსლიმ 1869 წელს და ასევე მიუთითებს მათზე, ვისაც ღვთაებრივი არსებებისა და რელიგიის სხვა მტკიცებათა არ სწამთ ამ მატერიათა არსებობის დამადასტურებელი ფაქტების უქონლობის გამო. ამახვილებს რა ყურადღებას იმაზე, თუ რისი ცოდნაც შესაძლებელია, აგნოსტიციზმი ეპისტემიოლოგიური თვალსაზრისია (ბუნების კანონებსა და ადამიანის ცოდნის ლიმიტებზე დაყრდნობით). ამასთან აგნოსტიციზმი არ არის სპეციფიურად გნოსისის დოქტრინისა და გნოსტიციზმის საპირისპირო პოზიცია, ვინაიდან ესენია რელიგიური კონცეფციები, რომელსაც ზოგადად აგნოსტიციზმთან კავშირი არა აქვს.აგნოსტიციზმი განსხვავდება მტკიცე ათეიზმისგან (ასევე: პოზიტიური ან დოგმატური ათეიზმი), რომელიც უარჰყოფს ღვთაებათა არსებობას. ათეიზმის უფრო ზოგადი განშტოება - სუსტი ათეიზმი (ასევე: ნეგატიური ან ნეიტრალური ათეიზმი), რომელიც მხოლოდ ღმერთისა ან ღმერთთა არსებობის რწმენის ნაკლებობით შემოიფარგლება, თუმცა ექვივალენტური არაა, მაგრამ აგნოსტიციზმთან თავსებადია. კრიტიკული ათეიზმი აღიარებს, რომ ღმერთი ან ღმერთები მნიშვნელოვანი კონცეფციებია, თუმცა მათ შესახებ დოკუმენტური წყარო არ არსებობს და, მაშასადამე, სანამ ამგვარი წყარო არ მოიძებნება, ურწმუნოება შუალედურ (მისაღებ) პოზიციად რჩება.აგნოსტიკების მტკიცებით შეუძლებელია აბსოლუტური ან მტკიცე სპირიტული ცოდნის მოპოვება, ან ალტერნატიულად, დასაშვებია, რომ ამგვარი ცოდნა არსებობდეს, მაგრამ ვინაიდან ის მოუწვდომელია, მათი რწმენა დაუშვებელია.
|