ადამიანმა პირველად თაფლს გემო მაშინ გაუსინჯა, როცა შემთხვევით ფუღუროში ფუტკარჩაბუდებული ხე მოჭრა. Mმიაგნებდა თუ არა თაფლით სავსე ფუღუროს, ფუტკარს ხოცავდა, ნადავლი კი შინ მიჰქონდა. Mმოგვიანებით მიხვდა, რომ ხე მოენიშნა, ნაწილი თაფლი წაეღო, ნაწილი ფუტკრისათვის დაეტოვებინა. Aსე დაიბადა პირველი სკაც და მეფუტკრეც. ცოტა ხანში ერთის მიერ მონიშნულ ხეს მეორე მიაგნებდა და `იპარავდა~. Aამან აიძულა ადამიანი მოეჭრა ხის ფუღუროიანი ნაწილი და თავის ეზოში დაედგა. Aასე იქცა თაფლი ადამიანისათვის მეტად საჭირო პროდუქტად.
როგორც ცნობილია თაფლი არა მარტო საკვებია, არამედ სასარგებლო და სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. Gგანვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.
Aაკაციის _ გამოიყენება ენერგიის სწრაფად აღმდგენ საშუალებად. Uუძილობის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმელების და ნაწლავების სამკურნალოდ.
ცაცხვის _ ახასიათებს ანთებითი პროცესების სამკურნალო თვისება. Gგამოიყენება ბრონქული ასთმის, ბრონქიტის, ტრაქეიტის, გრიპის, ანგინის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ჭრილობების და დამწვრობის სამკურნალოდ.
Mმინდვრის _ ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო თაფლად. ძირითადად გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების დროს.
წაბლის _ მიუხედავად მომწარო გემოსი, საუკეთესოა ღვიძლისა და თირკმელების სამკურნალოდ.
თაფლის მიღების სადღეღამისო ნორმა სრულ ასაკოვანთათვის 100გრ, ბავშვებისათვის Р30-50-გრ-ია (დღეში 2-3-ჯერ).
|