ყველაზე ცივ და წვიმიან ამინდშიც კი ავად არ გახდებით, თუკი მიიღებთ ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარ საკვებს. სპეციალისტების რჩევით, აი, რა უნდა ვჭამოთ ამ დროს.
ვაშლი, კომბოსტოს მწნილი, ლიმონი, სტაფილო, ფორთოხალი. ისინი მდიდარია A,ჩ,B ვიტამინებით და დაგვიცავს გაცივებისაგან. თავიანი ხახვი მდიდარია ფოტოცინდებით _ ნივთიერებებით რომელიც სპობენ მიკრობებს.
ინფექციას ებრძვის წითელი, მწვანე წინაკები და შავი პილპილის მარცვლები. იმუნიტეტს ააქტიურებს ბუნებრივი ანტიბიოტიკი _ ნიორი. მას ტყუილად კი არ უწოდებენ პენიცილინს, ასევე ქათმის ბულიონი. როგორც კი შეამჩნევთ, რომ გაცივდით, მოხარშეთ ქათამი მცირე ოდენობის წყალში. დაამატეთ შავი პილპილის მარცვლები და ერთი თავი ხახვი კანიანად, რომელიც სასარგებლოცაა და ბულიონს ოქროსფერსაც მისცემს. დაუმატეთ ოხრახუში და კამა, დააწურეთ ლიმონის ნაჭერი (არ დაგავიწყდეთ, ქვაბში მოხადეთ ცხიმი _ დიეტოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ უცხიმო ბულიონი უკეთ ამაღლებს იმუნიტეტს)
ცივ ამინდში გასათბობად გარდა ცხელი ჩაისა, შეიძლება დალიოთ ცხელი წვენი. გააცხელეთ ყურძნისა და ფორთოხლის წვენის ნარევი, დაამატეთ დანის წვერით დარიჩინი და ერთი ცალი მიხაკი, ესეც ხომ იგივე გლინტვეინია, ამასთან სამკურნალოც.
|