1915 წელს აშშ-ში პირველად გამოჩნდა პომადის ლითონის გასახსნელი ფუტლარი
XX საუკუნეში პოპულარული გახდა ქუთუთოების ოპერაცია, ამავე პერიოდში ფრანგმა პარიკმახერმა სილამაზის ისტორიაში რევოლუცია მოახდინა- გამოიგონა ცხელი ლითონის მაშით თმის დახვევა.
გერმანელმა პარიკმახერმა კარლ ნესლერმა მისი გამოგონება გააუმჯობესა Р დაიწყო ექვსთვიანი აპარატით თმის დახვევა. მანვე გამოიგონა დასაწებებელი წამწამები.
1962 წელს პარიზელმა მსახიობმა ჟორჟ გემ პირველმა დაყო სახის კანი ტიპებად. ამან კოსმეტოლოგებს მისცა საშუალება შეექმნათ კანის მოვლის შესატყვისი საშუალებანი. ამ წელსვე გამოჩნდა პირველი მზის დამცავი კრემი.
1935 წელს ვიჟაზისტმა მაქს ფაქტორმა შექმნა სპეციალური გრიმი, რომელიც თანაბრად ნაწილდებოდა ნებისმიერი სახის ფერის კანზე. ეს გამოგონება სენსაცია იყო არა მარტო კოსმეტოლოგიაში Р არამედ კინოხელოვნებაში ფერად ფირზე მსახიობთა სახე იდეალურად გამოიყურებოდა.
1940 წელს ინგლისში გასაყიდად გამოჩნდა ანთებსაწინააღმდეგო ბურთულიანი დეზოდორატი. მანამდე 1888 წელს მზის სინათლე იხილა ოფლის საწინააღმდეგო კრემმა, რომელიც უცნობმა ფილადელფიელმა გამომგონებელმა შექმნა.
1964 წელს ამერიკელმა ქირურგმა კრონინმა მკერდის ფორმის შესაცვლელად კოსმოტოლოგებს სილიკონური იმპლანტანტი შესთავაზა.
1991 წელს ამერიკელმა მეცნიერებმა რიჩარდ აქსელმა და ლონდა ბაკმა აღმოაჩინეს ყნოსვის რეცეპტორებზე პასუხისმგებელი გენები, რისთვისაც მათ ნობელის პრემია მიენიჭათ.
|