ტოტალიზატორში თამაში ქართულ ხასიათს ყველაზე კარგად შეესაბამება.
ტოტალიზატორში იგივე კაზინოსაგანს განსხვავებით, მთელი სათამაშო პროცესის
წარმმართველი უშუალოდ მოთამაშეა და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული ფსონიცა და
გამარჯვების შანსებიც.
ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა ვინმე შალვა
წიქარიშვილის წიგნი, სადაც ეს ადამიანი ცდილობს, რომ ტოტალიზატორის
მოთამაშებს დაეხმაროს და მეტად საინტერესო რჩევებსაც იძლევა. ევროპული
ნაციონალური პირველობები სწორედ ახლა იწყება და ტოტალიზატორებიც თანდათან
”მთელი სიმძლავრით” ამუშავდებიან.
შალვა წიქრიშვილის წიგნის
დახმარებით შეგვიძლია გავიგოთ, ვითამაშოთ თუ არა ”პირამიდა”, ”ტყდება” თუ
არა თამაშები და ტოტალიზატორთა მოყვარულთათვის სხვა საინტერესო ამბებიც.
ვითამაშოთ თუ არა ”პირამიდა”
სწორად
ფიქრობენ, რომ ”პირამიდა” ტოტალიზატორში ერთადერთი საშუალებაა მოსაგებად,
მაგრამ არც ის დაგავიწყდეთ, რომ მანამადე აუცილებლად უნდა წააგოთ,
შესაძლებელია ათჯერ, თხუთმეტჯერ ან 25-ჯერ. ამ მეთოდით თამაშს მხოლოდ ორი
რამ ჭირდება - ბევრი ფული და ნებისყოფა. მაგრამ სტიქიურად, ყველა ნიუანსის
გაუთვალისწინებლად ”პირამიდის” დაწყებამ შესაძლოა სერიოზული მატერიალური
ზარალი მოგაყენოთ.
პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ, რომ თანხა,
რომელსაც ამ მეთოდით თამაშისთვის გამოვყოფთ, სხვა დანიშნულებით, თუნდაც
დროებით არ უნდა მოვიხმაროთ. არ შეიძლება ამ თამაშის დაწყება, თუ თქვენ
გიწევთ მოგზაურობა, მივლინებაში
...
მეტის წაკითხვა»