გადმოიწერეთ საინსტალაციო ჩვენი სერვერიდან Ventrilo 2.3.2
დააინსტალირეთ და გაუშვით Ventrilo.
გამოსულ ფანჯარაში "User Name"-ის გასწვრივ ვაწვებით ღილაკს (->)
ვირჩევთ "New" და შეგვყავს ჩვენი ნიკი. ვაწვებით ОК და კიდევ ერთხელ ОК.
ძირითად ფანჯარაში "Server"-ის გასწვრივ ვაწვებით ღილაკს (->) და ისევ ვირჩევთ "New"
სერვერის სახელის შეგიძლიათ ჩაწეროთ Predator.ge ან რაც გაგიხარდებათ.
ველში "Hostname or IP" მიუთითეთ ჩვენი სერვერის IP მისამართი: ***.***.***.***
ველში "Password" ჩაწერეთ შესაბამისი არხის პაროლი: ********.
დაკავშირება
ვაწვებით ღილაკს "Connect" რის შემდეგადაც უნდა შეუერთდეთ სერვერს.
იმისათვის რომ შევძლოთ ლაპარაკი საჭიროა დავაკკონფიგურიროთ პროგრამა.
ვაწვებით "Setup" ღილაკს და გამოსულ ფანჯარაში შემდეგ მოქმედებეს ვასრულებთ:
მოვნიშნოთ ოფცია "Use Push-to-Talk Hotkey"
ველში "Hotkey" ავირჩიოთ სალაპარაკო კლავიში, მაგალითად F11, რომლის დაჭერის დროსაც ვილაპარაკებთ. დარწმუნდით რომ ველში წსწორედ ის კლავიში მიეთითა რომელიც ავირჩიეთ.
შევამოწმოთ რომ "Output devise", "Intput devise" და "Mixer" მითითებული იყოს ხმის კარტა, ველში "Line" კი - მიკროფონი.
ვაწვებით OK
ამის შემდეგ ვაწვებით სალაპარაკო კლავიშს და ჩვენი ხმა ისმის!
კონფიგურურება
- თუ მოხსნით მონიშვნას
"Play Key Clicks" მაშინ სალაპარაკო კლავიშზე დაჭერისას ვეღარ გაიგონებთ სფეციფიკურ ნერვების მომშლელ ჩხაკუნს.
- მენიუში
"setup" არის 2 სენსორი
"Inbound" და
"Outbound" რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ვარეგულიროთ შემომავალი და გამავალი ხმის სიძლიერე.
- მენიუში
"setup" ჩანარში
"Global" მოვხსნათ მონიშვნა პუნქტზე
"Check for new version" ეს გათიშავს ავტომატურ განახლებას პროგრამის ყოველი გაშვებისას
მოხმარების წესები
1. აკრძალულია მეტსახელად უცენზურო სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება;
2. აკრძალულია საერთო ჩატში არანორმატიული ლექსიკის ხმარება და სხვა მოთამაშეების ან მესამე პირების შეურაწყოფა;
3. აკრძალულია მუქარა, მოსაუბრეების შეცდომაში შეყვანა და ადმინისტრაციის სახელის მანიპულირება;
4. აკრძალულია ჭორების, ტყუილების გავრცელება სერვერის, ადმინისტრაციის ან მოთამაშეების შესახებ;
4. აკრძალულია ყვირილი, ხმაური და გამაღიზიანებელი ხმოვანი ბგერების განზრახ გამოცემა;
6. ასევე აუცილებელია სალაპარაკო ღილაკის გამოყენება;
5. რეკომენდირებულია ყურსასმენის გამოყენება რადგან მიკროფონის მიერ
მიღებული გარე ხმაური მიიღება დინამიკებდანაც და იქმნება ხმის გაორმაგების
ეფექტი;
6. გამოიჩინეთ პატივისცემა საუბრისას. დაელოდეთ სანამ მოსაუბრე დაასრულებს ფრაზას და არ შეუშალოთ ხელი ერთმანეთს;
7. აკრძალულია მუსიკის გაშვება გარდა სპეციალურად ნებადართული არხისა
Music;
8. წესების არცოდნა არ ანთავისუფლებს მომხმარებელს საჯელისაგან;