დასახელება: World OF Goo გამოსვლის თარიღი: Oct 17, 2008 გამომცემელი: 2D Boy მწარმოებელი: 2D Boy წელი: 2008 ჟანრი: Puzzle პლატფორმები: PC, Wii მიმოხილვის ავტორი: 7th Guest ლორწოს სამყარო თანამედროვე კაზუალური თამაშების სამყაროში ძნელია ვინმე გააკვირვო ორიგინალური იდეებით ან თუნდაც ძველი იდეების ახლებური ინტერპრეტაციებით, მაგრამ ჟანრის „ხელმარჯვე ოსტატები” დროდადრო მაინც ახერხებენ ჩვენს გაოცებას. World of Goo საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ნებისმიერ „კონსერვატიულ” ჟანრში შეიძლება დაუბეროს სიახლის ნიავმა. თამაში არ იგონებს ველოსიპედს და მასში არაფერია ისეთი, რაც ადრე არ ყოფილა. ის არც ჟანრის ჩარჩოების მსხვრევას და უკიდეგანო სივრცეებში გაჭრას ცდილობს. უბრალოდ, მისი ავტორები კიდევ ერთხელ გვახსენებენ ლოგიკური არკადის მთავარ პრინციპს - ის უნდა იყოს სახალისო და მიმჯაჭველი. ხოლო ნებისმიერი არკადა კიდევ უფრო სახალისო ხდება, თუ მასში დამატებულია იუმორის დოზა. ბევრმა თქვენგანმა იფიქრა რა თამაში უნდა იყოს 50 მაგრამ როცა ვნახე ამ თამაშის პოპულარობა ძალიან მაღალია gamespots.com-ზე [by hades] *{wWw.hades.ucoz.net}*
|